ნინო თარხან-მოურავის სახლში მარადონა და ლეო მესი ცხოვრობენ

ნინო თარხან-მოურავის სახლში მარადონა და ლეო მესი ცხოვრობენ

მსახიობ ნინო თარხან-მოურავს ცხოველები ძალიან უყვარს. დღემდე რამდენიმე ძაღლი ჰყოლია. ამჟამად ნინოსა და მისი მეუღლის, ასევე მსახიობ თემიკო ჭიჭინაძის ოჯახში ექვსი და სამი წლის მამა-შვილი ჩიხუახუა ცხოვრობს. ორივე ძაღლი მსოფლიოში ცნობილი ფეხბურთელების სახელს ატარებს...

- ცხოველები ბავშვობიდან მიყვარს და ოჯახში ძაღლი ყოველთვის გვყავდა. პირველი სამეფო პუდელი იყო. პირველ კლასში ვიყავი, როცა მკითხეს, რა გინდა: ძმა თუ ძაღლი. მე ძაღლი ავირჩიე და მიყიდეს (იღიმის). ეს ჯიში დაახლოებით 18 წელი ცხოვრობს... ჩემი პუდელი ძალიან მიყვარდა.

- როგორც ვიცი, სამეფო პუდელი ერთ-ერთ ყველაზე ჭკვიან ჯიშად მიიჩნევა...

- დიახ, ასეა. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ ნათლად მახსოვს, რომ უჭკვიანესი, კეთილი და დამჯერი ძაღლი იყო. მახსოვს, დილაობით მამაჩემი ჩუსტის მიტანას სთხოვდა და ისიც უსრულებდა თხოვნას - ჯერ ერთი მიჰქონდა და მერე მეორე. მეორედაც პუდელი მყავდა, რომელიც საკმაოდ დიდხანს იყო ჩემთან. შვილი რომ შემეძინა, მაშინ მოკვდა. მას შემდეგ დიდხანს არ მყოლია, რადგან ეს ამბავი ყველამ ძალიან განვიცადეთ. დიდი ხნის პაუზის შემდეგ გადავწყვიტე, შინ კიდევ მომეყვანა ძაღლი. პატარა ჩიხუახუა ჩემმა მეგობარმა მაჩუქა. ასე ვთქვათ, ოჯახს შემოვაპარე. ამჯერად ერთად ვცხოვრობთ: მე, ჩემი მეუღლე, შვილი და დედაჩემი. ყველანი კატეგორიული წინააღმდეგი იყვნენ მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენი ბოლო ძაღლის, პუდელის დაღუპვა მძიმედ გადავიტანეთ.

საერთოდ, ვფიქრობ, რომ ძაღლი ერთ-ერთი თბილი, ერთგული და მოსიყვარულე ცხოველია. კატებიც ასევე მიყვარს, ბავშვობაში მყავდა კიდეც, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩემს შვილს, ელისაბედს ალერგია აქვს და ამიტომ კატა შინ ვერ მომყავს.

- პატარა ზომის ძაღლები უფრო ავები და კაპარჩხანები არიანო...

- კი, ნამდვილად ასეა. ავები და კაპარჩხანები არიან, ალბათ იმიტომ, რომ ეს მათი კომპლექსია და ერთგვარი თავდაცვითი ინსტინქტი აქვთ. ოჯახის წევრებთან არა, მაგრამ სტუმრებსა და უცხოებთან ზომით მათზე გაცილებით დიდ ძაღლებს უფრო ღირსეულად უჭირავთ თავი, ვიდრე პატარებს. არიან ადამიანები, რომლებსაც არ სიამოვნებთ ძაღლის გვერდით ყოფნა და როცა ასეთები გვსტუმრობენ, ძაღლები ან სხვა ოთახში გაგვყავს, ან ხელში მიჭირავს და ვარიდებ.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება