წარმატებული თეატრის უბინაო ყოფა

წარმატებული თეატრის უბინაო ყოფა

ქუთაისის ახალგაზრდული თეატრი 25 წლის შემოქმედებითი ისტორიის მქონეა. მის აქტივში 50-მდე პრემიერა, წარმატებით მოვლილი საქართველოს ყველა კუთხე და გასტროლებია მსოფლიოს 40-მდე ქვეყანაში. უკრაინა, თურქეთი, აზერბაიჯანი, საფრანგეთი, ესპანეთი, ლატვია, ლიტვა, დომინიკის რესპუბლიკა, სუდანი, გერმანია, - ეს ის ქვეყნებია, სადაც თეატრმა თეატრალურ ფესტივალებში მონაწილეობა მიიღო და წარმატება მოიპოვა.

თეატრის ისტორიისა და ამჟამიდნელი მდგომარეობის შესახებ "ნიუპრესი" მის ხელმძღვანელს, ზურაბ ფხაკაძეს ესაუბრა.

- როდის დაარსდა და რამდენი წევრისგან შედგება ახალგაზრდული თეატრი?

- ახალგაზრდული თეატრი 1991 წელს დაარსდა. ამ ეტაპზე ძალიან ცოტა ვართ რაოდენობით. ჩვენ არ გაგვაჩნია შენობა, ამიტომ მიუხედავად სურვილისა, ვერ ვახერხებთ მივიღოთ თეატრში მუშაობის მსურველები.

- მიმართეთ თუ არა ქუთაისის მერიას ამ პრობლემასთან დაკავშირებით და რა გამოხმაურება მიიღეთ მათგან?

- მერიას არაერთხელ მივმართეთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და არის გარკვეული დაპირებები.

-ცნობილია, რომ თეატრი ხშირად გადის გასტროლებზე სხვადასხვა ქვეყანაში. სად იყავით ამ წლების განმავლობაში და რა სახის ჯილდოები მიიღეთ?

- ძალიან ბევრ ადგილზე ვართ ნამყოფი, ალბათ 40 ქვეყანაზე მეტი იქნება. რაც შეეხება ჩვენს ტურნეებს, ძალიან კარგი სახელი აქვს ქუთაისის ახალგაზრდულ თეატრს. გვიცნობენ როგორც ევროპაში, ასევე ლათინოამერიკასა და აფრიკაში. ხშირად იყო შემთხვევა, როდესაც პირდაპირი ტრანსლაცია ხდებოდა ჩვენი სპექტაკლების.

-რა სახსრებით მოძრაობთ, ვინ აფინანსებს ახალგაზრდულ თეატრს?

- გვაქვს დამხარება ქუთაისის მერიისგანაც და კულტურის სამინისტროსგანაც, ასევე ხშირია შემთხვევა, როდესაც საკუთარი სახსრებით ვმოძრაობთ.

იხილეთ ვრცლად

”ახალი გაზეთი”

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება