ქართველი, რომელმაც ჰოლივუდზე უარი თქვა - "კარიერის დევნას თავი დავანებე"

ქართველი, რომელმაც ჰოლივუდზე უარი თქვა - "კარიერის დევნას თავი დავანებე"

ჰოლივუდში მოღვაწე ქართველს ვალ, იმავე ვალერი ხარიტონაშვილს, რომელსაც 2003 წლიდან დღემდე არაერთი ცნობილი ფილმის კომპიუტერულ გრაფიკასა და ვიზუალურ ეფექტებზე უმუშავია, დღეს ლოს-ანჯელესში მუშაობა დროებით შეწყვეტილი აქვს. თუმცა ის კვლავ ამერიკაში იმყოფება და ამ ეტაპზე სხვა გეგმებზე ფიქრობს.

30-მდე ფილმს შორის, რომლის შექმნის პროცესში უშუალოდ მონაწილეობდა, არის ისეთი ცნობილი მხატვრული და ანიმაციური ფილმები, როგორებიცაა: ''დღე ხვალის შემდეგ'', ''მისტერ და მისის სმიტები'', ''შრეკი 3'', ''საბოლოო დანიშნულება 3'', ''მე ვარ ლეგენდა'', ''კარიბის ზღვის მეკობრეები: სამყაროს დასალიერზე'', ''კერკეტი კაკალი 4'', ''დარაჯები'', ''2012'', ''მწვანე შუქურა'', ''წარმოუდგენელი ადამიანი-ობობა'', ''პის ცხოვრება'', ''თორი'', ''ჰერაკლე'', ''მეშვიდე შვილი''...

- ჰოლივუდში ფილმებზე აღარ ვმუშაობ. ჩემი საქმიანობა ვიზუალური ეფექტები, ანუ კომპიუტერული გრაფიკის შექმნაა. ჰოლივუდში ძალიან მოთხოვნადი საქმე იყო და ყველაფერი საკმაოდ მაღალი ხარისხით კეთდებოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში სიტუაცია შეიცვალა. ბოლო პერიოდში იმავე საქმის გასაკეთებლად სხვა ქვეყნებს მიმართეს, რაც უფრო იაფი ჯდება. მსგავსი შემთხვევა არა მხოლოდ ფილმების, არამედ სხვა პროდუქტების წარმოების დროსაც ხდება, მაგალითად, ''აიფონს'' თავიდან აქ ამზადებდნენ, ახლა კი ჩინეთში აწარმოებენ. ფილმების ვიზუალურ მხარეზეც სხვა ქვეყნებში მუშაობენ, ძირითადად ვანკუვერში, ინგლისსა და კანადაში მიაქვთ. შეიძლება ითქვას, ამით ხარისხი დაეცა. ''ოსკარზე'' ვიზუალური ეფექტების კატეგორიაში წარდგენილი ახალი ფილმების უმრავლესობა ჰოლივუდში აღარ კეთდება.

- და ეს რამ გამოიწვია, ჰოლივუდი თანხებს ზოგავს?

- ეს ყველას უკვირს. ჰოლივუდს კარგი შემოსავალი აქვს და დღეს კომპიუტერულ ანიმაციას თითქმის ყველა ფილმში იყენებენ. მე, როგორც ვიზუალური ეფექტების არტისტს, უფრო ცუდი პირობები შემექმნა, ვიდრე ადრე მქონდა. ყველაფერს სწრაფად ითხოვდნენ, რაც შესაბამისად ხარისხზე აისახება. ალბათ, დროთა განმავლობაში ჰოლივუდის გარეთ შექმნილი ფილმების ვიზუალური ეფექტების ხარისხის დონე აიწევს, მაგრამ ამ ეტაპზე მე შეჩერება ვარჩიე. დაიხურა ისეთი დიდი სტუდიები, როგორიცაა: ''სონი ფიქჩერსი'', ''დიჯიტალ დომეინი'', ''ფოქს 2000 ფიქჩერსი'', სადაც ვმუშაობდი. ''სონი ფიქჩერსმა'' ვანკუვერში გახსნა ოფისი და კომპიუტერულ ანიმაციას ახლა იქ აკეთებენ. დაიხურა ის სტუდიაც, რომელმაც ''ოსკაროსან'' ფილმ ''პის ცხოვრებაზე'' იმუშავა. იმ პერიოდში ექვსი ფილმი იყო ჩაშვებული და მუშაობა შუა პროცესში შეჩერდა.

სადმე გადასვლას ვარჩიე, დროებით გავჩერებულიყავი და ჩემი საქმისთვის მიმეხედა. კარიერის დევნას თავი დავანებე, საკმაოდ ბევრ ფილმზე ვიმუშავე და კარგი რეზიუმე მაქვს.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება