ია ფარულავა: "თქვენ გგონიათ, მე ტარიელს მართლა დავშორდი?"

ია ფარულავა: "თქვენ გგონიათ, მე ტარიელს მართლა დავშორდი?"

მსახიობი ია ფარულავა მისთვის ასტროლოგ დავით ბუტიკაშვილის მიერ შექმნილ პროგნოზს "პრაიმტაიმთან" ინტერვიუში აკონკრეტებს.

როგორც ასტროლოგმა იწინასწარმეტყველა, ია ფარულავასთვის საუკეთესო პარტნიორი მორიელი, კირჩხიბი და თევზები იქნება. ამასთან, თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული მამაკაცი მეტად მნიშვნელოვან როლს ითამაშებს მის ცხოვრებაში.

"ძალიან დიდი ბოდიში, ბატონო დავით, მაგრამ არ გეთანხმებით. ჩემი პირველი ქმარი იყო მორიელი. ვერ ვიტან მორიელებს ვერც ქალებს და ვერც კაცებს. თევზებიც არავინ მყოლია.

რაც შეეხება თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ მამაკაცს, რატომ? ტარიელი (თხის რქა) ხომ არის ჩემს ცხოვრებაში. თქვენ გგონიათ მე ტარიელს მართლა დავშორდი? მე და ტარიელმა გადავწყვიტეთ, რომ ერთმანეთზე აღარ ვილაპარაკოთ.

ლენინზე გამახსენდა, როგორც კარლ მარქსი და ენგელსი არ დაშორდნენ ერთმანეთს, ისე მე და ტარიელი არ დავშორდებით.

ძალიან დიდი კარმული მიჯაჭვულობა გვაქვს. პრობლემები რომელ ცოლ-ქმარს არ აქვთ?

შვილი რომ არ მყავს, ალბათ, კომპენსირებას ქმრით ვახდენ, ქმარს შვილივით ვუვლი, ვკარნახობ, რა გააკეთოს, როდის გააკეთოს.

აბა, ხელები დაიბანე, ჭამე, ახლა იქ წადი, აქ წამოდი. გადავიყვანე ჭკუიდან (იცინის). რთული არ ვარ ოჯახურ ურთიერთობებში, ძალიან უბრალო ვარ, გეფიცები.

როცა უხასიათოდ ვარ, საკუთარ თავში ვიკეტები. ადრე სხვაზე ვანთხევდი ბოღმას. ახლა გამოვსწორდი, ვისწავლე, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება.

გაბრაზებულ გულზე ვრთავ ბახს და იქ მთავრდება ჩემი გაბრაზება. ერთი სიტყვით, ბატონი დავითის დახასიათებიდან, ბიზნესვუმენობის გარდა, ყველაფერი მენიშნა", - აღნიშნა ია ფარულავამ.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება