"მომენატრა და საფრანგეთში მასთან ჩამოვედი" - ქართული "ივენთების დედა," რომელსაც ჯაბა ქარსელაძე სიურპრიზებს უკეთებს

"მომენატრა და საფრანგეთში მასთან ჩამოვედი" - ქართული "ივენთების დედა," რომელსაც ჯაბა ქარსელაძე სიურპრიზებს უკეთებს

ჯაბა ქარსელაძე საფრანგეთში უკვე მეორედ მოინახულა ქალბატონმა, რომელსაც ჩვენს ქალაქში როგორც ფართებისა და ივენთების ''დედას'', ისე იცნობენ.

თაკო დოლაბერიძემ ზამთრის არდადეგების გატარება საფრანგეთში, ჯაბა ქარსელაძესთან ერთად გადაწყვირტა, რითაც ძალიან კმაყოფილია. ოღონდ, ერთი რამ სერიზოულად აღელვებს, წონაში არ მოიმატოს, რადგანაც ჯაბა მას საკუთარი მომზადებული უგემრიელესი კერძებით ანებივრებს. არადა, თაკომ წონაში ბოლო დროს საგრძნობლად დაიკო.

- შარშანდელის მსგავსად, წელსაც ჯაბა ქარსელაძის სტუმარი ხარ. შვებულების პერიოდში, წელსაც საფრანგეთში რატომ გადაწყვიტე გამგზავრება?

- ამჯერად საფრანგეთში წასვლა ერთი მიზეზის გამო გადავწყვიტე: ჯაბა მომენატრა, ამიტომ ბევრი არც მიფიქრია და ჩამოვედი. ეს ადამიანი არაჩვეულებრივი მასპინძელია, თან, ჩემთვის განსაკუთრებით ყურადღებიანი და კომფორტულია...

- რამდენი დღით ხარ ჩასული?

- 10 დღით.

- შენთვის განსაკუთრებულ კერძებს ისევ ამზადებს?

- კი, გამორჩეული არდადეგები მომიწყო. დავდივართ, ვსეირნობთ, ვერთობით. რაც შეეხება კვებას, ეს ჯაბასთან მთავარი პირობაა. აკეთებს უგემრიელეს კერძებს და რაც მთავარია, ყველა პროდუქტი, ანუ ინგრედიენტი, რისგანაც ამზადებს, არის ბიო.

- ექსკურსიებზე არ გატარებს?

- დილას ჯაბა მიდის სასწავებელში, მერე სამსახურში, ერთმანეთს საღამოს ვხვდებით და გასართობად უკვე შემდეგ მივდივართ. ისე, ეს ქალაქი ჩემთვის არ არის უცხო და ამიტომ უპრობლემოდ დავდივარ იქ და ვმოძრაობ, სანამ ჯაბა თავის საქმეებს დაასრულებს.

- სად სწავლობს?

- დოქტორანტურაში და იქვე მუშაობს. ჩართულია მუსიკალურ კონკურსებში. ახლა ერთ-ერთ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ემზადება, რომელიც ლონდონში ჩატარდება და იქ საქართველოს სახელით გამოვა.

- წლევანდელი შენი მასთან სტუმრობა რითი განსხვავდება შარშანდელისგან?

- ამ ქალაქში ყოველი ჩამოსვლისას ყველაფრის დათვალიერებას ვერ ვასწრებ, თან, ამ დროს ყოველთვის ცივა და სიცივეში გარეთ სიარული არ შემიძლია. ამიტომ ჯაბა ისეთ სიურპრიზებსა და საღამოებს გეგმავს, რომ ყოველი დღე განსხვავებული და სასიამოვნო იყოს.

ჰო, კიდევ ძალიან ხშირად დადის სარეკლამო ფოტოგადაღებებზეც...

მასთან წლევანდელი ვიზიტისას უფრო მეტ დროს ვუთმობთ ჩემთვის ახალი ადგილების დათვალიერებას.

მოკლედ, ჯაბასთან სტუმრობით ყოველთვის კმაყოფილი ვრჩები.

ლალი ფაცია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება