ქეთათოს თამამი ჩაცმულობა გასული კვირის სკანდალად იქცა - ''მამაოს გამოხმაურებაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ...''

ქეთათოს თამამი ჩაცმულობა გასული კვირის სკანდალად იქცა - ''მამაოს გამოხმაურებაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ...''

ვალენტინობის დღესასწაულზე სოციალურ ქსელში მომღერალ ქეთათოს და მწერალ და მომღერალ ერეკლე დეისაძის ფოტოები გავრცელდა. კონცერტზე ქეთათო ეპატაჟურ სამოსშია გამოწყობილი. მომღერლის გაბედულებით ზოგი აღფრთოვანდა და წერდა, რომ არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა, ზოგიც ამბობდა, რომ ასეთი სითამამე მიუღებელი იყო. პოლემიკაში ჩაერთო მამა ანთიმოზიც, რომელიც ერეკლე დეისაძის მეგობარია. მამა ანთიმოზი წერდა: ''დროში გაუსწარით თბილისს, ცოტა ნელა, თორემ ვერ გეწევიან და ნინო ჩხეიძესთან რჩებიანო'' - რასაკვირველია, გამოჩნდნენ მამა ანთიმოზის მოწინააღმდეგეები, წერდნენ, ტაბურეტი აიღონ და დაეწევიანო… დავინტერესდით, რატომ გადაწყვიტა ქეთათომ მსგავსი სამოსით კონცერტზე გამოსვლა.

- ქეთათო, ფოტოები როდის გადაიღეთ?

- ჩემი ახალი პროექტის პრეზენტაცია იყო და ფოტოები კონცერტის დროსაა გადაღებული.

- თქვენ და ერეკლე რა სიმღერას მღერით?

- რამდენიმე სიმღერა შევასრულეთ.

- ასეთი ჩაცმულობით სცენაზე გამოსვლა ვისი იდეა იყო?

- სცენაზე ასეთ კოსტიუმში გამოსვლა ჩემი იდეა იყო და კონსულტაციები ერთ-ერთ დიზაინერთან გავიარე.

- არაერთგავროვანი დამოკიდებულება მოჰყვა ამ ყველაფერს.

- უნდა მოჰყვეს, ეს ბუნებრივია. ზოგს მოეწონება რასაც აკეთებ, ზოგს - არა. მე ეგ არ მადარდებს. მთავარია, მე მომწონდეს, რასაც ვაკეთებ.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია და ყველა ფოტო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება