"ლედ ზეპელინის" სოლისტ რობერტ პლანტს საქართველოში სურს კონცერტის გამართვა

"ლედ ზეპელინის" სოლისტ რობერტ პლანტს საქართველოში სურს კონცერტის გამართვა

რუსეთის მთავარი საკონცერტო სააგენტოს ”თისიაის” ცნობით, ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის ”ლედ ზეპელინის” ყოფილმა სოლისტმა რობერტ პლანტმა რუსეთში კონცერტის გამართვაზე უარი განაცხადა.

”თისიაის” დირექტორის თქმით, პლანტის უარი განპირობებული იყო პოლიტიკური მიზეზებით. ამავდროულად ”ლედ ზეპელინის” ყოფილმა ლიდერმა ინტერესი გამოთქვა საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში კონცერტების გამართვაზე.

სხვა მუსიკოსები, რომლებმაც რუსეთში პოლიტიკური მიზეზების გამო თქვეს უარი კონცერტების გამართვაზე, არიან: პიტერ გებრიელი, ჯგუფ Dire Straits-ს დამაარსებელი მარკ ნოფლერი, ჩეხური დუეტი ტარა ფუკი და ”სუხიშვილი-რამიშვილი”.

მომზადებულია 365news.biz-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება