თინა მახარაძე შეყვარებულს დაშორდა:''მეგობრებად უფრო კარგად ვიგრძენით თავი ''

თინა მახარაძე შეყვარებულს დაშორდა:''მეგობრებად უფრო კარგად ვიგრძენით თავი ''

მსახიობი თინა მახარაძე ყოველთვის გულახდილი ინტერვიუებით გამოირჩევა. ბევრისთვის დახურულ თემაზე გახსნილად ლაპარაკობს და აქედან გამომდინარე, ხშირად აკრიტიკებენ. თინასთან საუბარი სერიალ ''ჩემი ცოლის დაქალებიდან'' დავიწყეთ, რომლის ახალ სეზონსაც ბევრი მოუთმენლად ელის.

- ''ჩემი ცოლის დაქალების'' ყველა მომდევნო სეზონი წინა სეზონზე უკეთესია. დარწმუნებული ვარ, ამჯერადაც ასე იქნება. ამისთვის ყველა თავდაუზოგავად ვმუშაობთ.

- სოციალურ ქსელში შენს ახალ ვარცხნილობას განხილვა მოჰყვა.

- რატომღაც მიიჩნიეს, რომ ჩემი წინა ვარცხნილობა ერთგვარი საფირმო ნიშანი იყო ჩემთვის და წერდნენ, როგორ შეველიეო. მაგრამ რეალურად აბსოლუტურად არაფრისადმი არ მაქვს ასეთი დამოკიდებულება. ძალიან დიდი ხანი მინდოდა, მოკლე თმა მქონოდა, მაგრამ ჩემი როლები არ მაძლევდა ამის საშუალებას. გადაღებებისა და სპექტაკლების გამო საჭირო იყო გრძელი თმა. ახლა ნებართვა ავიღე სერიალის პროდიუსერისა და სცენარისტისგან, რომ ჩემი ძალიან დიდი ხნის სურვილი შემესრულებინა. დიდი ხანი მინდოდა, თმა გადამეხოტრა. ბოლოს მახსოვს, ასე მოკლედ თმა მეათე კლასში მქონდა. რადგან ნებართვა მქონდა, ახალ წელს შევიჭერი და ბედნიერი ვარ. ხალხის აზრი ამ შემთხვევაში 50-50-ზე გაიყო. ზოგი ამბობდა, კარგია, მაგრამ გრძელი თმა უფრო გიხდებოდაო. ზოგი მეუბნება, რომ ეს სტილი ჩემია. მე კი უბრალოდ მოკლე თმაში თავს კარგად ვგრძნობ.

- ასეთი იმიჯით დიდხანს იქნები, თუ მალე გიხილავთ გრძელ თმაში?

- ყოველ ორ კვირაში ერთხელ მინდება, რომ თმა კიდევ უფრო დავიმოკლო და მერე რა იქნება, არ ვიცი. სერიალის ამ სეზონში ფაქტია, მოკლე თმით ვიქნები. თან, არ მგონია, ანკას ასეთი იმიჯი არ უხდებოდეს.

- რას ფიქრობ შენს გმირზე?

- ადამიანები ხომ ყოველთვის სწორად არ ვიქცევით. როგორც რიგითი ადამიანი, ანკაც ხან სწორად იქცევა, ხან - არასწორად. ეს გოგო ხომ დიდი ინტელექტით არ გამოირჩევა. სასაცილო პერსონაჟია. სისულელეებს აკეთებს. რეალურად ჩემზე ხომ არაფერია დამოკიდებული. ყველაფერს სცენარისტი წერს. მე, უბრალოდ, როლს ვასახიერებ.

- ანკას მხარეს ხარ ხოლმე?

- ხან მაქვს მის მიმართ პიროვნული სოლიდარობა, ხან ვამბობ, ვაიმე, ეს გოგო რა სულელია-მეთქი.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება