სად გაიცნეს და რა აკავშირებთ ერთმანეთთან ბაია დავითაიასა და მიშა გასიტაშვილს

სად გაიცნეს და რა აკავშირებთ ერთმანეთთან ბაია დავითაიასა და მიშა გასიტაშვილს

სტილისტმა მიშა გასიტაშვილმა ცოტა ხნის წინ "ფეისბუქის" მთავარ ფოტოდ ბაია დავითაიას და მისი ვაჟის, 11 წლის ლუკას სურათი დადო. რატომ დააყენა გასიტაშვილმა მთავარ ფოტოდ ბიზნესმენ თემურ უგულავას ყოფილი ცოლის და შვილის ფოტო, ამის შესახებ მიშა "ამბები.გე"-ს თავად უამბობს.

- მიშა, რატომ დადეთ პროფილის ფოტოდ ბაია დავითაიას და მისი ვაჟის სურათი?

- მე და ბაია წლებია ვმეგობრობთ. ჩემთვის ბაია და ლუკა ძვირფასი ადამიანები არიან. ბაიას ვაჟი ლუკა უგულავა 18 თებერვალს 11 წლის გახდა. რადგან ისინი ამჯერად ჩემგან შორს, ამერიკაში იმყოფებიან ასე მივულოცე ლუკას დაბადების დღე. ლუკა ჩემს ხელშია გაზრდილი, ბაია რომ ორსულად იყო, იქედან ვიცი ლუკა და ის ძვირფასი ადამიანია ჩემთვის.

- როდის გაიცანით ბაია დავითაია?

- ეს იყო 2000 წელს, მარჯანიშვილზე ვმუშაობდი, ბაია ახალი ჩამოსული იყო მოსკოვიდან. მოსკოვის საუკეთესო სალონში დადიოდა, როგორც მას სჩვევია. როცა ჩემთან შემოვიდა, მითხრა ძალიან მეჩქარება, სწრაფად დამმვარცხნეთო. გრძელი, ქერა თმა ჰქონდა, როცა დავვარცხნე მითხრა შენ ძალიან დიდი მომავალი გაქვს და დამიჯერე კარგი პროფესიონალი გახდებიო. არ მავიწყდება ეს სიტყვები. ისიც მორიელია და მეც, ეტყობა რაღაც იგრძნო და ასე დაიწყო ჩვენი მეგობრობა. რამდენჯერმე მოვიდა, შემდეგ სახლში დამპატიჟა, შემდეგ გათხოვდა თემურ უგულავაზე, გაჩნდა ლუკა და ამდენი წელია ვმეგობრობთ.

- დასასვენებლად ერთად დადიხართ?

- როდესაც ჩამოდის ყველგან ერთად მივდივართ. ჯაზ-ფესტივალზე, ყაზბეგში, დუბაიში, პატიზში, კარიბის კუნძულები. ყველგან მეპატიჟება. ლუკასთან კარგი ურთიერთობა მაქვს და კარგად ვერთობით. ჩვენ ენერგეტიკულადაც ვემთხვევით ერთმანეთს, ძვირფასი ადამიანია ჩემთვის. ზუსტად არ მახსოვს სად ვიყავით, წვიმაში მოვხვდით, ისე დავსველდით აზრი არ ჰქონდა ტაქსით წასვლას და ფეხით მივედი ბოლომდე. ბევრი კარგი ისტორიის გახსენება შემიძლია ბაიაზე.

თამარ ბოჭორიშვილი

იხილეთ ასევე: "მიხეილ სააკაშვილს გართობას ვერავინ აუკრძალავს" - მანჰეტენზე გადაღებული ფოტოს რეალური ისტორია

სკანდალური ქურდობა ქართველი ბიზნესმენის ყოფილი მეუღლის ბინაში

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება