მიშა მესხს "ოსკარის" ცერემონიაზე ჩაეძინა

მიშა მესხს "ოსკარის" ცერემონიაზე ჩაეძინა

ლოს-ანჯელესში, ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს, "ოსკარის" რიგით 87-ე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელსაც საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში წარდგენილი ქართველ მსახიობთა ჯგუფი ესწრებოდა.

ცერემონიას ვერ დაესწრო ია სუხიტაშვილი [იხილეთ მიზეზი და მსახიობის კომენტარი], რაც შეეხება მის მეუღლეს, მიშა მესხს, როგორც ჩანს მძიმე მგზავრობით გადაღლილს, ჩაეძინა...

Ambebi.ge გთავაზობთ ფოტოს, რომელშიც ჩანს, რომ "მანდარინების" მსახიობს, მიშა მესხს "ოსკარის" ცერემონიაზე ჩაეძინა, რაც ცხადია, პაპარაცებს უყურადღებოდ არ დაუტოვებიათ. "გაგას შესრულება, როგორც ჩანს, ამ ბიჭისთვის საკმარისი არ არის ("Gaga's performance. Not enough for this guy"), - ამბობს ფაქტის შემსწრე.

რაც შეეხება ლედი გაგას გამოსვლას, "ოსკარზე" მისი შესრულება მედიამ მისი კარიერის მანძილზე საუკეთესოდ შეაფასა.

ნახეთ: "ოსკარის" 87-ე დაჯილდოების შედეგები, როგორ გამოიყურებოდნენ მსახიობები წითელ ხალიჩაზე და ქართველი მსახიობების ამბები "ოსკარიდან" - თეგზე #ოსკარი

იხილეთ ლედი გაგას ფანტასტიკური გამოსვლა

ნახეთ| როგორ გამოიყურებოდა ზაზა ურუშაძე წითელ ხალიჩაზე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება