ია სუხიტაშვილი ოსკარის ცერემონიალს ვერ დაესწრო - მსახიობის კომენტარი

ია სუხიტაშვილი ოსკარის ცერემონიალს ვერ დაესწრო - მსახიობის კომენტარი

"ოსკარის" დაჯილდოებაზე ლოს-ანჯელესისკენ მიმავალ ქართველ მსახიობთა ჯგუფს ბევრი პრობლემა შეხვდა, რაც საბოლოოდ, იმით დასრულდა, რომ ია სუხიტაშვილმა სტამბოლში შექმნილი პრობლემების გამო, "ოსკარის" ცერემონიაზე დასწრება ვერ მოახერხა. რის გამოც, ლოს-ანჯელესამდე ჩასულს, ტელეეკრანთან გულშემატკივრობა მოუწია.

რატომ ვერ მოხვდა ის წითელ ხალიჩაზე, მიზეზებს იმედის ჟურნალისტთან საუბარში განმარტავს.

"ჩემი წასვლა ვერ მოხერხდა. აი, იმ სიგიჟის გამო, რაც დაგვემართა თურქეთში, სტამბოლის აეროპორტში, იქ სამდღიანი ცხოვრების გამო. პირადად იყო საჭირო, რომ აქ ვყოფილიყავი, სპეციალური აკრედიტაცია გამევლო.

ყველაზე მეტად გული მწყდება კაბის გამო, რომელსაც ისე სათუთად კერავდნენ და ვერ ჩავიცვი", - ამბობს მსახიობი.

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ| ია სუხიტაშვილის კაბა "ოსკარისთვის" - ასობით კრისტალი და გრძელი შლეიფი

დაგაინტერესებთ| როგორ გამოიყურებოდა ზაზა ურუშაძე წითელ ხალიჩაზე

ნახეთ: "ოსკარის" 87-ე დაჯილდოების შედეგები, როგორ გამოიყურებოდნენ მსახიობები წითელ ხალიჩაზე და ქართველი მსახიობების ამბები "ოსკარიდან" - თეგზე #ოსკარი

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება