ოთო ფოლადაშვილმა მართვის მოწმობა ავარიის შემდეგ აიღო - ''ქალს უნდა უთხრა, მოდი დამარტყი''

ოთო ფოლადაშვილმა მართვის მოწმობა ავარიის შემდეგ აიღო - ''ქალს უნდა უთხრა, მოდი დამარტყი''

ოთო ფოლადაშვილმა მართვის მოწმობა მცირე ხნის წინ აიღო, თუმცა საჭესთან 8 წლიდან ზის. პირველი მანქანა საკუთარი შემოსავლით 17 წლის ასაკში იყიდა, კაბროილეტი რომ ყოფილიყო და ისეთი ''ნავაროტკები'' ჰქონოდა, როგორც თავად სურდა, საკმაოდ ძვირი გადაიხადა. მერე და მერე მიხვდა, რომ სხვა ეტაპზე გადავიდა და უფრო სოლიდურ მარკას – ''აუდის'' მიანიჭა უპირატესობა.

- ალბათ 8 წლის ვიყავი, მამას კალთაში ვეჯექი და ისე მატარებინებდა მანქანას.რომ გავიზარდე და პედლებს ვწვდებოდი, მარტოც ვიჯექი საჭეთან, ნელ-ნელა სოფელში ვატარებდი ხოლმე. იმ პერიოდში გვყავდა ''08'', რომელიც იმ დროისთვის ერთ-ერთი მაგარი მანქანა იყო, 13 წლის ბავშვი მაგით რომ ''ვიჩითებოდი'', მაგარი ტიპი ვიყავი (იცინის).

- ალბათ მართვის მოწმობაც მარტივად აიღე...

- 18 წლის რომ გავხდი, სარბენად, ოჯახისთვის პატარა მანქანა ''სმარტი'' ვიყიდე, ახლაც გვყავს. პატარაა, მწვანე, კაბრიოლეტი, ყველაზე ლამაზი და ყველაზე ''ბლატნოი'', ცოტა ხანი მაგით ვმოძრაობდი, თან ქალაქში გადასაადგილებლად ძალიან პრაქტიკულია, პატარაა, სადაც გინდა გაძვრები-გამოძვრები, მიაყენებ. იქიდან გამომდინარე, რომ სულ გადარბენები მქონდა, დრო არ მრჩებოდა, რომ მასწავლებელთან მევლო ან სახლში მესწავლა მართვის მოწმობის ბილეთები და ექვსი თვე მართვის მოწმობის გარეშე დავდიოდი, მერე მოხდა ისე, რომ ტრავმების გამო გარკვეული პერიოდი სახლში მომიწია ყოფნამ, გამოვიყენე ის დრო, ვისწავლე სამ დღეში, გავედი და ჩავაბარე გამოცდა. სხვათა შორის, პატრული ცნობდა ჩემს პატარა მანქანას და ისიც იცოდა, რომ მართვის მოწმობა არ მქონდა, შუქნიშანზე პატრულთან ერთად თუ მიწევდა დგომა, ფანჯარას ჩაუწევდნენ ხოლმე და მეკითხებოდნენ, ოთო, რა ქენი, აიღე ''პრავა'', თუ ისევ ისე დადიხარო... მთელმა თბილისმა იცოდა, რომ მართვის მოწმობის გარეშე დავდიოდი.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება