"როგორც იქნა ჯიგრებო, გავიღვიძე" - მიშა მესხის პირველი კომენტარი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ

"როგორც იქნა ჯიგრებო, გავიღვიძე" - მიშა მესხის პირველი კომენტარი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ

სოციალურ ქსელში ''მანდარინების'' ''ოსკარზე'' წარდგენის განხილვა არ წყდება. ბევრი ამაყობს, რომ ქართველი რეჟისორის ფილმი ''ოსკარზე'' მოხვდა, ბევრიც კრიტიკულადაა განწყობილი.

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, მიშა მესხმა "ფეისბუქზე" სურათი განათავსა, სადაც იგი ოსკარის ქანდაკებასთან ერთადაა აღბეჭდილი და კომენტარი დაურთო, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"როგორც იქნა ჯიგრებო გავიღვიძე. ძალიან გული დამწყდა, რომ ოქროს ბიჭი ვერ ჩამოგიტანეთ, მაგრამ რას იზამ, ცხოვრებაა ასეთი, ხან გაგიმართლებს, ხან ვერა. ძალიან მიყვარხართ, არ ვიცი ბოდიში მოსახდელია თუ არა, მაგრამ ცხოვრებაში ყველაზე მეტად მინდოდა გამეხარებინა ჩემი ერი.

როგორც ბაბუაჩემი ახარებდა ჩვენს პატარა ერს, ანდა თუნდაც ჩვენი დინამოს 1981 წლის თასების თასის გამარჯვების დროს, რადგან მე ყოველთვის ვთვლიდი და ვთვლი, რომ ჩვენ სამ მილიონიან ქვეყანაში, თუნდაც ერთი კაცის გამარჯვება, ჩვენი ქვეყნის გამარჯვებაა, ვეცდებით რომ შემდეგში ჩამოგიტანოთ ეს ოქროს ბიჭი" - აღნიშნა მესხმა.

ნახეთ: "ოსკარის" 87-ე დაჯილდოების შედეგები, როგორ გამოიყურებოდნენ მსახიობები წითელ ხალიჩაზე და ქართველი მსახიობების ამბები "ოსკარიდან" - თეგზე #ოსკარი

Fb.com-ზე გამოქვეყნებული საჯარო პოსტი

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება