მანიკა ასათიანი თაყვანისმცემლებს საკადრისად პასუხობს - ''ბექა ხელს არაფერში მიშლის...''

მანიკა ასათიანი თაყვანისმცემლებს საკადრისად პასუხობს - ''ბექა ხელს არაფერში მიშლის...''

პროექტი ''ორი ვარსკვლავი'' განაწყენებულმა დატოვა ლუკა ზაქარიაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ჟიურის შეფასებას მისთვის მნიშვნელობა არ აქვს. დავინტერესდით, რა ხდება ''ორი ვარსკვლავის'' კულისებში და რას ფიქრობენ დანარჩენი მონაწილეები ჟიურის მოსაზრებებზე. ვესაუბრეთ მანიკა ასათიანს.

- მანიკა, კონკურსანტებს შორის ხომ არ დაიძაბა ურთიერთობა?

- სულ მიკვირდა, როდესაც ამბობდნენ, ამგვარ პროექტებში სულ დაძაბულობაა და ხშირად ინტრიგებს ხლართავენო. მსგავსი რამ ჩვენთან არ ხდება. ვერც ვხვდები, რა უნდა მოხდეს, რომ ვინმემ ინტრიგები ჩახლართოს. დაძაბულობა ნამდვილად არაა. უბრალოდ, კონკურსის პრინციპია, რომ პროექტი ყოველ კვირას თითო კონკურსანტმა უნდა დატოვოს, რაც ნამდვილად არ მსიამოვნებს და ვნერვიულობ, მაგრამ ასეთია წესები. ჩვენ ვერაფერს შევცვლით.

- ლუკა ზაქარიაძეს არ მოეწონა შეფასებები. როგორ მიიღებ, თუკი ჟიური შენც გაგაკრიტიკებს?

- დარწმუნებული ვარ, უსამართლოდ არავინ არაფერს მეტყვის. შესაბამისად, კრიტიკას მივიღებ, ჯანსაღი კრიტიკა განვითარებისთვის აუცილებელია.

- თქვენც მიიღეთ შენიშვნა. ჟიურის წევრებმა აღნიშნეს, ცეკვაზე კარგად სიმღერა გამოგდითო.

- ეს შენიშვნა საწყენად არ მიმიღია. პირიქით, ძალიან ვიხალისე. მით უფრო, რომ ეს ნიკას პლასტიკაზე თქვეს. ამ კრიტიკის გამო ცეკვაზე უარს არ ვიტყვით. თუ სიმღერას, რომელსაც შემდეგში ავირჩევთ, ცეკვა მოუხდება, ისევ ვიცეკვებთ.

- ''მაესტროზე'' შუადღის გადაცემაში ერთ-ერთი წამყვანი იყავი. ცვლილებების შემდეგ მათი გუნდის წევრი კვლავ ხარ?

- დაახლოებით სამი თვეა, ჩვენი გადაცემა ეთერში აღარ გადის, თუმცა შესაძლებელია, უახლოეს მომავალში კვლავ გავიდეთ ეთერში. ძველებურად ''მაესტროს'' გუნდის წევრი ვარ. ახლა სხვა ტელევიზიებთანაც მაქვს მოლაპარაკებები და შეიძლება, რომელიმე სხვა არხზეც მიხილოთ. ამ ეტაპზე კი მთლიანად ''ორ ვარსკვლავზე'' ვარ გადმორთული.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება