ნიკა ყიფშიძე: "მირჩევნია, ეკლიანი გზა გავიარო, ცოტა იარები, ტკივილი მივიღო''

ნიკა ყიფშიძე: "მირჩევნია, ეკლიანი გზა გავიარო, ცოტა იარები, ტკივილი მივიღო''

ნიკა ყიფშიძე სერიალ ''ჩემი ცოლის დაქალებში'' ვატოს როლს ასრულებს. თავიდან მაყურებლის წინაშე დადებით პერსონაჟად წარდგა, თუმცა ნელ-ნელა მისი მზაკვრული ჩანაფიქრი გამოიკვეთა, მხიარული, პოზიტიური ვატოდან ბატონ ვახტანგად გადაიქცა, რომანი თავისზე უფროს ქალთან გააბა, რომელიც, სცენარის მიხედვით, კულტურის მინისტრი გახლავთ.

- მე მგონი, ''დასიდანაც'' არ ვახსოვარ ხალხს, ზოგი პოპულარობისთვის იქმნის იმიჯის, იხდის, ''მაწაკია'' და ასეთი ხერხებით ამახსოვრებს ხალხს თავს, ზოგი - საქმის კეთებით ამჯობინებს თავის გამოჩენას, მე სწორედ ამ კატეგორიას მივეკუთვნები. დღესდღეობით პოპულარობა გახდას, ჩახდას, ამორალურ ქმედებებს უკავშირდება, ეგეთი არ ვიყავი და ამიტომ ვამბობ, რომ შეიძლება, საზოგადოებას არ ვახსოვდე-მეთქი. ''დასის'' შემდეგ ''პირველ სტერეოზე'' გადაცემა ''ფარდის მიღმა'' მიმყავდა, ვთამაშობდი მიხეილ თუმანიშვილის მიერ 30 წლის წინ დადგმულ სპექტაკლში ''ჩვენი პატარა ქალაქი'', თვითონ მიშაც წერდა თავის მემუარებში, რომ ყველაზე მეტად ეს სპექტაკლი უყვარდა. შემიძლია ვთქვა, რომ თბილისის მასშტაბით თითქმის ყველა თეატრში მითამაშია.

- დღეს თუ ირიცხები რომელიმე თეატრის დასში?

- არა, სამწუხაროდ. თეატრი ჩემთვის კიდევ სხვა განზომილებაა, მაგრამ, საუბედუროდ, ნაკლებად შემოსავლიანია, თუმცა ჩემი ყველაზე დიდი სიყვარული და გატაცებაა.

- მხოლოდ კომერციული მხარეა იმის მიზეზი, რომ თეატრში არ ხარ?

- მხოლოდ ეს არა, კიდევ მოხდა რაღაცები. იმ პერიოდში, როცა თეატრში ვთამაშობდი, ''ჯიდიესზე'' დილის გადაცემის წამყვანად დამნიშნეს, ორივეს შეთავსება ძალიან ძნელი იყო. როცა საქმეს ხელს ვკიდებ, მასში ჩემი შესაძლებლობებისა და ენერგიის მაქსიმუმის ჩადება მიყვარს. ამ ბოლო დროს უხარისხობის კომპლექსი გამიჩნდა, იმდენად არ მინდა, რასაც ვაკეთებ უხარისხო გამოვიდეს, მირჩევნია, მთელი ჩემი დრო ერთ რამეს მოვახმარო და კარგი შედეგი მივიღო. თუმცა ბევრი არტისტი ვიცი, რომელიც ყველაფერს ეპოტინება შემოსავლის წყაროს ძებნაში, ყველაფრის ერთად კეთება კი, ცოტა არ იყოს, კარგად არ გამოსდით. მოკლედ, ჩემს შემთხვევაში ისე მოხდა, რომ მთელი სულით და გულით გადავერთე ტელევიზიაზე, ამიტომ მომიწია თეატრზე უარის თქმამ. სამწუხაროდ, მერე ისე გამოვიდა, რომ ''ჯიდიესში'' ვიღაცები შეიცვალნენ, რაღაცები მოხდა და ამის გარეშეც დავრჩი.

- რაც შეეხება სერიალს ''ჩემი ცოლის დაქალები''…...

- შარშან სხვა პერსონაჟის შესარჩევ ტურზე ვიყავი, ზუსტად ვინ უნდა განმესახიერებინა, არ ვიცი. ტექსტი მომცეს და ვითამაშე, მაგრამ ეტყობა, ის ტიპაჟი ვერ მომარგეს, ან მე ვერ მოვირგე. მოგვიანებით ვატოს როლზე დამამტკიცეს.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება