"არ გიშველით არც ჩემი ცხვირის და ტუჩის ზომა იმაში, რომ ადამიანებს დაემსგავსოთ" - ულამაზესი ქართველი წყვილის განცხადება

"არ გიშველით არც ჩემი ცხვირის და ტუჩის ზომა იმაში, რომ ადამიანებს დაემსგავსოთ" - ულამაზესი ქართველი წყვილის განცხადება

ქობულეთის "შუქურას" ფეხბურთელის ლაშა კალანდაძის და მოდელის მარიამ ხორგუაშვილის საქორწინო ფოტოების ინტერნეტში გამოჩენამ მთელი საქართველო აალაპარაკა. წყვილის გარეგნობამ გულგრილი არავინ დატოვა. ლაშა და მარიამი სულ მალე ბიჭის მშობლები გახდებიან. მიუხედავად უამრავი დადებითი გამოხმაურებისა, ცხადია, არსებობდნენ ადამიანები, რომლებმაც წყვილის კრიტიკა დაიწყეს. ამასთან დაკავშირებით, მარიამი "ფეისბუქზე" სტატუსს აქვეყნებს:

"არასდროს არ დამიწერია ამდაგვარი არაფერი და ეხლა რაღაც მომინდა, რომ მართლაც საერთოდ ამ ბოღმისგან გამწარებულ ადამიანებს ცხოვრებაში ისეთი ვუსურვო, რომ ჩემზე მეტი სადარდებელი არ ქონდეთ არასდროს და თუ მე რაღაც ცხვირი ისე გამომიჩნდა ნიკოპსიიდან დარუბანდამდე და ამან გაგახარათ, თქვენთვის კეხიც მექნება. არ გიშველით არც ჩემი ცხვირის და ტუჩის ზომა იმაში, რომ ადამიანებს დაემსგავსოთ. მადლობა იმათ, ვინც უამრავი კარგი სიტყვები მოგვწერეს და გვისურვეს მე და ლაშას", - ნათქვამია სტატუსში.

იხილეთ |რას ყვება საკუთარ სიყვარულზე ულამაზესი წყვილი, რომელმაც სრულიად საქართველო აალაპარაკა

იხილეთ გალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება