ვინ არის სალომე ჭაჭუას უკრაინელი პარტნიორი და რა საერთო მიზანი აქვთ მოცეკვავეებს

ვინ არის სალომე ჭაჭუას უკრაინელი პარტნიორი და რა საერთო მიზანი აქვთ მოცეკვავეებს

გუშინწინდელი "პროფილის" შემდეგ, სადაც მოცეკვავე სალომე ჭაჭუა ახალ მეწყვილესთან ერთად გამოჩნდა, საზოგადოებას ახალი საჭორაო თემა მიეცა. სოციალურ ქსელებში მსახიობ გიორგი ვარდოსანიძისა და სალომე ჭაჭუას დაშორების თემასთან ერთად, სალომეს ცხოვრებაში უკრაინელი მაქსიმის გამოჩენას განიხილავენ. როგორც გადაცემიდან გახდა ცნობილი, მაქსი საქართველოში საგანგებოდ სალომესთვის ჩამოვიდა და ახლა უკვე მის სტუდიაშიც ასწავლის.

"არიან მოცეკვავეები, რომლებსაც ჰყავთ უცხოელი პარტნიორი. ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა, რომ უცხოელი პარტნიორი მყავს. პარტნიორი აუცილებელია, როდესაც უცხოეთის შეჯიბრებებში აპირებ მონაწილეობას. წელიწადნახევარი ვეძებდი მეწყვილეს. ძალიან ბევრი გამოხმაურება იყო. უმრავლესობას აქეთ ჩამოსვლა არ უნდოდა. ძალიან კარგი მოცეკვავეები არიან საქარართველოში, მაგრამ რატომრაც მე მინდოდა, რომ უცხოელი მეწყვილე მყოლოდა. იქ უფრო მეტად არის განვითარებული ეს ცეკვები და მინდოდა ჩემზე ბევრად კარგი მეწვილე მყოლოდა. ცეკვის სიძლიერის მხრივ ვგულისხმობ. მაქსი ჩემზე კარგად ცეკვავს... თავმდაბლობის მხრივ არ ვამბობ, მართლა ასეა", - განაცხადა სალომე ჭაჭუამ.

როდესაც მაია ასათიანმა მაქსიმს მიმართა შეკითხვით, თუ როგორ გაიცნეს ეთმანეთი მან და სალომემ, მაქსმა უპასუხა, რომ ჯერ სალომეს ვერსიის მოსმენა სურდა.

"მოცეკვავეები როდესაც ვეძებთ მეწყვილეს, არის ასეთი საიტები ცეკვის, სადაც ათავსებ შენს რეგალიებს, ვინ ხარ, რა კლასი გაქვს... ორი საიტი არსებობს ასეთი, მე როგორც ვიცი. იქ უთითებ შენს მეილს, ტელეფონის ნომერს და ა.შ. მაქსმა გადაწყვიტა, რომ მოეწერა მესიჯის სახით, ანუ ტელეფონზე. ისე მოხდა, რომ მე მისი ცეკვის ვიდეოები ვერ ვნახე. ამიტომ, რა თქმა უნდა, არ ვუპასუხე. მან მომწერა, რომ მეც ვეძებ მეწყვილეს და გავაკეთოთ ცეკვის "პრობიო", - აღნიშნა სალომემ.

მაქსს უკვე საქართველოში ცხოვრების უფლება აქვს და მიაჩნია, რომ ძალიან იღბლიანი ადამიანია, ვინაიდან სალომეს მსგავსი მეწყვილე იპოვნა.

"წელიწადი ვიყავი მეწყვილეს გარეშე, მერე ეს მომბეზრდა და შევედი საიტზე, დავინახე ლამაზი გოგონა საქართველოდან, მომეწონა. პირველი ეს იყო რაც შევნიშნე, ვნახე ნომერიც ეწერა, მივწერე ესემესი და სამი დღე არ მიპასუხა. მივწერე, მე ვარ მაქსიმი უკრაინიდან, ვცეკვავ ამდენი წელია, ჩვეულებრივი ინფორმაცია ჩემს შესახებ. სულ ეს იყო, ორი თუ სამი დღე გავიდა და დამავიწყდა კიდეც ეს ესემესები. სამი დღის შემდეგ მოვიდა პასუხი. ზუსტად არ მახსოვს რა მომწერა. "ბოდიში, ესემესებმა დიდხანს ვერ მოაღწია შენამდე", - თუ რაღაც ამდაგვარი.

პირველივე ჩამოსვლაზე თავი ვიგრძენი, როგორც საკუთარ სახლში. არ ვიცი, ასე მიმიღეს. ამბობენ, ქართველები ძალიან სტუმართმოყვარეები არიანო და ეს მართალი აღმოჩნდა. მიმიღეს როგორც შინაური. ბევრი არ მიფიქრია, მოვსინჯეთ ორ დღეში, ოთხი დღის შემდეგ კი ჩემოდნებით ჩამოვედი. აქ ცხოვრების უფლება მაქვს უკვე.

ძალიან ძალიან გაგვიმართლა. ყველაფერი კარგი შემთხვევით ხდება ცხოვრებაში. ასეც მოხდა... როცა ჩამოვედი და სალომესთან ერთად ქუჩაში გავედი, ვერც მივხვდი, რა ხდებოდა... ჩემთვის არავის აუხსნია, ვინაა ეს გოგონა, რას წარმოადგენს. ასე გამოვიდა, ძალიან ირბლიანი ვარ", - აღნიშნა მოცეკვავემ.

სალომე ჭაჭუამ მაქსთან ერთად სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

"ჩვენ უკვე ორ ტურნირზე ვიყავით და საბოლოოდ მინდა, რომ სპორტულ კარიერაში კარგ შედეგებს მივაღწიო. მაქსსაც ასეთი სურვილი აქვს და გვინდა, რომ სპორტულ კარიერაში კარგ შედეგებს მივაღწიოთ. ყველაზე კარგად ცეკვაში მაქსს შევეწყვე. არ ვიცი რატომ და როგორ მოხდა, მაგრამ ძალაინ მარტივად შევეწყვეთ.

ჩვენი უახლოესი გეგმაა კარგი შედეგი. იმას ვცდილობთ, რომ რეიტინგის და მეწყვილეების მხრივ შევიდეთ ჯერჯერობით მსოფლიოს 50-ულში და მერე ვნახოთ, როგორ იქნება. მაქსი ჩემს სტუდიაში არის ერთ-ერთი ქორეოგრაფი. ერთად ვასწავლით და ცალკე ჯგუფებიც გვყავს", - განაცხადა სალომე ჭაჭუამ.

საუბრის დასასრულს მოცეკვავეებმა სექსუალური ცეკვა შეასრულეს.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ასევე: სალომე ჭაჭუასთან დაშორების შესახებ გიორგი ვარდოსანიძე მორიგ კომენტარს აკეთებს

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება