არ შემიძლია შვილთან დაქალობა" - როგორ ურთიერთობენ ცნობილები თინეიჯერ შვილებთან

არ შემიძლია შვილთან დაქალობა" - როგორ ურთიერთობენ ცნობილები თინეიჯერ შვილებთან

თინეიჯერობის ეტაპის მშვიდად გატანაში უდიდესი წვლილი მიუძღვის მშობელს. რა უნდა გავაკეთოთ, როგორ უნდა მივუდგეთ ბავშვს ამ მნიშვნელოვან ასაკში, რისი დათმობა ღირს და როდის უნდა დავსაჯოთ. ამ თემებზე ნინო ნადირაძეს, ნათია გოგოჭურსა და სოფია სებისკვერაძეს ვესაუბრეთ, რომელთაც გარკვეული გამოცდილება დაუგროვდათ.

ნინო ნადირაძე: "ძალიან მიჭირდა იმასთან შეგუება, რომ ბაია პატარა აღარაა და იზრდება"

- როგორ გახსენდება გარდატეხის ასაკი და როგორი იყავი თავად თინეიჯერობის ასაკში?

- საკუთარი გარეგნობა ხან მომწონდა, ხან – არა, თუმცა ოპტიმისტი ტიპი ვარ და ალბათ უფრო მომწონდა (იღიმის). გამძაფრებული მქონდა სამართლიანობის შეგრძნება, მეგონა, მარტო მე ვიყავი მართალი, მარტო მე ვიცოდი ყველაფერი, ამასთან, ვიყავი უფრო მეტად კონფლიქტური, თუმცა, 24 საათი ვმეცადინეობდი.

- შენს შვილს როგორი გარდატეხის ასაკი ჰქონდა? გქონდათ პრობლემები?

- ბაიასთან ეს ამბავი არ მიგრძნია, მშვიდი, წყნარი ბავშვი იყო და ასეთია დღემდე. ერთადერთი, რა მქონდა, იცი?! როცა ვხედავდი, რომ პატარა აღარ იყო და უკვე დიდია, მე თვითონ მქონდა პროტესტი და ვცდილობდი, თვალი ამერიდებინა მისი ზრდის პროცესისთვის. ძალიან მიჭირდა იმასთან შეგუება, რომ ბაია პატარა აღარაა და იზრდება. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, კიდევ უფრო არ შემეფერება ასეთი დამოკიდებულება, მაგრამ ასე იყო, არაფრით არ მინდოდა დამეჯერებინა, რომ ბაია უკვე დიდი იყო.

- რატომ? დიდი შვილი გაკომპლექსებდა?

- არა, მენანებოდა მის პატარაობასთან გამოთხოვება, მინდოდა, რომ პატარა ყოფილიყო.

- როგორი იყო ბაიას ემოციური ფონი იმ დროს?

- ბაიასთან ამ პერიოდში არანაირი დისკომფორტი არ შემქმნია, ერთადერთი რაც იყო, ტანსაცმელს მპარავდა (იცინის). მე მახსოვს, ჩემს მშობლებს ამ ასაკში ენას ვუბრუნებდი, ვეპასუხებოდი, უზრდელურად კი არა, სულ თავდაცვის რეჟიმში ვიყავი, ბაიასთვის კი რაც არ უნდა მეთქვა, არ მეწინააღმდეგებოდა. ვერც გავიგე, ისე გაიარა ამ ეტაპმა. საკმაოდ მშვიდი და გაწონასწორებული ხასიათი აქვს, ჩემგან განსხვავებით, მე უფრო ავი, მიმწოლი, გამტანი ვარ, ბაიას კი მშვიდი აურა აქვს. მეც კი, როცა რაღაცაზე ვბრაზობ, ვცხარობ, გვერდით რომ დამიჯდება, ამითიც კი მამშვიდებს.

- ბაია პირად თემებზე თუ გესაუბრება?

- მე თვითონ მიჭირს ამ ყველაფრის მოსმენა, ბაია თვითონ, თავისი ინიციატივით მიყვება ხოლმე რაღაცებს, მე ვცდილობ, ავირიდო თავიდან და არ მოვისმინო, არ შემიძლია შვილთან დაქალობა.

განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება