რაში უშლის კრისტი ყიფშიძეს ხელს კარიერა და წარმატება

რაში უშლის კრისტი ყიფშიძეს ხელს კარიერა და წარმატება

ზოგიერთი ადამიანი, წინაპრებიდან ან შექმნილი გარემოებებიდან გამომდინარე, წარმატებული იბადება, ზოგიც თავისი შრომითა და მონდომებით აღწევს საოცნებო მწვერვალს. `რა არის წარმატების ფორმულა?... ამ რუბრიკაში ცნობილი ადამიანები გაგვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას და დაგვანახვებენ გზას, რომელმაც აღიარებამდე მიიყვანა ისინი. ერთ-ერთი წარმატებული რესპონდენტი, ყველასთვის კარგად ნაცნობი კრისტი ყიფშიძეა.

- კრისტი, როგორი ბავშვი იყავით?

- აქტიური, რის გამოც ყოველთვის თან მდევდა ხალხის სიყვარული.

- როგორ დაიწყო თქვენი კარიერა?

- თექვსმეტი წლის ვიყავი, როდესაც ჩემმა ახლობელმა მოდის სფეროში მომახვედრა. შემათვალიერეს და მითხრეს, რომ ლამაზი გოგო ვარ. დამპირდნენ, თუ ჩვენება გაიმართებოდა, აუცილებლად შემეხმიანებოდნენ. არც კი ვიცოდი, მაშინ თბილისში დეფილეები თუ იმართებოდა. 1994 წელი იყო, ყველას გვახსოვს საქართველოს მაშინდელი ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა. მხოლოდ ჟურნალებში და ვი-დეოკასეტებზე შემეძლო მოდელების ნახვა. დაბადების დღეს დამირეკეს და შემატყობინეს სასიამოვნო სიახლე. მას მერე სცენიდან აღარ ჩამოვსულვარ.

- ყოველთვის ოცნებობდით, რომ ცნობილი გამხარიყავით?

- არა, შეიძლება ითქვას, დაუგეგმავად აეწყო ყველაფერი. ბავშვობაში ყველას უნდა ფილმებში მთავარი როლის შესრულება, არც მე ვიყავი ამ კუთხით განსხვავებული. აი, მოდელობაზე კი ნამდვილად არ მიფიქრია.

- როდის შეიძლება ადამიანი წარმატებულად ჩაითვალოს?

- წარმატება მრავლისმომცველი ცნებაა. შეიძლება, წარმატებული იყო პირად ცხოვრებაში ან პროფესიაში.… რა თქმა უნდა, ჩემი საქმე ძალიან მიყვარს, მაგრამ ჩემს ყველაზე დიდ მიღწევად ნატალია, ჩემი ქალიშვილი მიმაჩნია. წარმატებულად მივიჩნევ პიროვნებას, რომელიც რეალიზებულია თავისი ინტერესის სფეროში.

- მიზნის მისაღწევად ყველა გზა დასაშვებია?

- პირადად ჩემთვის, არა.

განაგრძეთ კითხვა

- როგორ სამუშაო გარემოში გრძნობთ თავს კომფორტულად?

- არ უნდა მციოდეს ან მცხელოდეს, თუმცა მთავარი მაინც ყავაა!

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება