ნაომი კემპბელი ოპერატორს თავს დაესხა

ნაომი კემპბელი ოპერატორს თავს დაესხა

ნაომი კეპბელმა მისთვის ჩვეული აგრესიული გამოხდომით კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი. მოდელი ამჯერად ტელეარხ NBC News -ის ოპერატორს დაესხა თავს. ინციდენტი კუბის დედაქალაქ ჰავანაში მოხდა.

სასტუმროდან გამოსვლისას კემპბელი ოპერატორის კამერამ დააფიქსირა. ნაომიმ სახეზე შლაპა ჩამოიფარა და ოპერატორს მივარდა. ჯერ გადაღების სასწრაფოდ შეწყვეტა მოსთხოვა, შემდეგ კი ვიდეოკამერას ხელი დაარტყა.

რამდენიმე საათის შემდეგ მოდელმა ტელეარხს მოუბოდიშა და ამ შემთხვევას "მცირე უთანხმოება" უწოდა. ეს პირველი შემთხვევა არ არის. მანამდე კემპბელის "მაგარი" ხელი იწვნია მისმა მძღოლმა, დამლაგებელმა, ექიმ-ნარკოლოგმა, უამრავმა გამყიდველმა და ერთმა პოლიციელმაც კი. ამ ყველაფრის გამო მოდელს საბოლოოდ 200 იძულებითი საათი აქვს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომაში გატარებული.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება