"საქართველოში პირველად გათხოვება უფრო ჭირს, ვიდრე მეორედ და მესამედ''

"საქართველოში პირველად გათხოვება უფრო ჭირს, ვიდრე მეორედ და მესამედ''

ხატია ბრაჭულის გმირის ცხოვრება სერიალში ''ჩემი ცოლის დაქალები'' ქართულ ტრადიციებს ეწინააღმდეგება, თუმცა სიყვარულმა თამუნას მეძაობაზე უარი ათქმევინა და ოჯახსაც მოეკიდა. მაჭანკლობაზე, გერლფრენდ-ბოიფრენდობაზე, ღალატზე, ოჯახსა და სხვა თემებზე ვესაუბრეთ.

- ტრადიცია სხვადასხვა თაობის მიერ შენარჩუნებული ქმედება ან წეს-ჩვეულებაა. ოჯახიდან გამომდინარე გარკვეულ ტრადიციებს ვითვალისწინებ, თუნდაც ახალი წლის სახლში შეხვედრა იყოს. არ მაქვს მკვეთრად გამოხატული არასასიამოვნო დამოკიდებულება რომელიმე ტრადიციის მიმართ, მაგრამ არ მომწონს ქართული სუფრა, რომელიც გადადის ღრეობაში, გრძელი სადღეგრძელოები, თამადის გაუთავებელი ლაპარაკი და ა.შ.

- მაჭანკლობასა და გარიგების თემას როგორ უყურებ?

- ადრე მაჭანკლობა იმიტომ იყო საჭირო, რომ არ არსებობდა ტელეფონი, სოციალური ქსელი, მაჭანკალი კი კომუნიკაციას უწყობდა ხელს, მაშინდელ დროს უხდებოდა კიდეც, დღევანდელ დღეს კი ეს ყველაფერი სასაცილოდ მეჩვენება. დღესაც ხდება გარიგება, ოღონდ ცოტა სახე იცვალა, შეიძლება, მეგობარმა გითხრას, მინდა, კარგი ბიჭი გაგაცნოო, გაცნობის მერე კი ურთიერთობაც აეწყოს.

- როგორია შენი მოსაზრება გერლფრენდ-ბოიფრენდობაზე?

- ძალიან მომწონს, როცა ოჯახი ქართული ტრადიციებით, ქორწილითა და სხვა წესების დაცვით იქმნება, თუმცა ამასთანავე ვემხრობი გერლფრენდ-ბოიფრენდობის თემას. ჩვენ ისეთ ოჯახებში ვცხოვრობთ, ამას ჩვენი მშობლები ვერ გაიგებენ, ალბათ, ჩვენი შემდეგი თაობა უკვე შეძლებს ბოიფრენდთან ერთად თამამად ცხოვრებას.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება