"იქს ფაქტორი" სტეფანეს გარეშე დარჩა - სოფო ნიჟარაძე სპეციალური მოწვევით ამერიკიდან და სურპრიზი მაყურებელს

"იქს ფაქტორი" სტეფანეს გარეშე დარჩა - სოფო ნიჟარაძე სპეციალური მოწვევით ამერიკიდან და სურპრიზი მაყურებელს

სულ მალე "რუსთავი 2"-ის ეთერში "იქს ფაქტორის" ახალი სეზონი დაიწყება. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, პროექტში უამრავი სიახლე იქნება. პროექტში აღარ იქნება სტეფანე მღებრიშვილი. ამბობენ, რომ თამთა გოდუაძეს ჩაანაცვლებს სოფო ნიჟარაძე, რომელიც ამერიკიდან საქართველოში სწორედ პროექტის გამო დაბრუნდა. თუმცა ამ ინფორმაციას პროდიუსერები არ ადასტურებენ. მაყურებლის მოლოდინი თამთა გოდუაძის მიმართ ძალიან დიდია, ამიტომ არ არის გამორიცხული ჟიურიში ორივე ქალბატონი ვიხილოთ.

გადაცემის ჩაწერა 9 მარტს ფილარმონიაში შედგება. პროექტში კიდევ ერთი სიახლეა ჟიურის მეოთხე წევრი, რომელიც ამ ამპლუაში დღემდე არავის უნახავს. მის შესახებ მაყურებელი და პროექტის ახალი მონაწილეები გადაცემის ჩაწერის დღეს გაიგებენ. ინფორმაციის გადამოწმებას პროექტის პროდუსერთან გიორგი ხაბურძანიასთან შევეცადეთ:

- 9 მარტს იწყება ჩაწერები, ძალიან ბევრი სიახლე იქნება, პრომოებით, ანონსებით და ჩვენი "ფეისბუქის" ოფიციალური გვერდიდან შეიტყობს მაყურებელი ამ სიახლეების შესახებ. ყველაფერს გაიგებთ უახლოეს დღეებში.

თამარ ბოჭორიშვილი

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება