სტეფანეს წერილი "X-ფაქტორის" შემოქმედებით ჯგუფს მას შემდეგ, რაც ტელევიზიამ მომღერალი თანამშრომლობისთვის აღარ მიიწვია

სტეფანეს წერილი "X-ფაქტორის" შემოქმედებით ჯგუფს მას შემდეგ, რაც ტელევიზიამ მომღერალი თანამშრომლობისთვის აღარ მიიწვია

მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი, რომელიც მუსიკალური ტალანტ-შოუ "X-ფაქტორის" ჟიურის ერთ-ერთი წევრი იყო, ახალ სეზონზე ტელევიზიამ თანამშრომლობისთვის აღარ მიიწვია. გავრცელებული ინფორმაციით, მას შოუში ანრი ჯოხაძე ჩაანაცვლებს.

სტეფანე მღებრიშვილი "X-ფაქტორის" ახალი სეზონის სიახლეებზე Ambebi.ge-ზე გამოქვეყნებულ სტატიას[მეტი] Facebook-ის საშუალებით ეხმიანება და მადლობას უხდის პროდიუსერებს, რომ უშუალოდ მათგან შეიტყო, რომ აღარ იქნება ჟიურის წევრი და არა - მედიიდან.

"მადლობას ვუხდი ჩემს პროდიუსერებს, რომ ეს ამბავი გუშინ ღამე ესემესით შემატყობინეს და აქედან არ გავიგე. მადლობას ვუხდი გადაცემის შემოქმედებით ჯფუფს მათთან გატარებული დაუვიწყარი დროისთვის. ახალ ჟიურის წევრებს წარმატებას ვუსურვებ ამ საპასუხისმგებლო მისიისთვის და ზოგადად ყველას წარმატებებს გისურვებთ!", - წერს სტეფანე.

შეგახსენებთ, რომ სულ მალე "რუსთავი 2"-ის ეთერში "იქს ფაქტორის" ახალი სეზონი დაიწყება. დეტალები იხილეთ სტატიაში - "იქს ფაქტორი" სტეფანეს გარეშე დარჩა - სოფო ნიჟარაძე სპეციალური მოწვევით ამერიკიდან და სურპრიზი მაყურებელს

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება