მის თიკას სკანდალური აღირება: "ჩემთვის სექსში ყველაფერი დასაშვებია...''

მის თიკას სკანდალური აღირება: "ჩემთვის სექსში ყველაფერი დასაშვებია...''

თამარა ჯაბანაშვილი, იგივე მის თიკა, ქართველი მომღერალია. მისი რამდენიმე სიმღერა ქართულ ჰიტად იქცა, მათ ხშირად გაიგონებთ რადიოს მოსმენისას ან ტელევიზორის ყურებისას.

- რამდენი წლის ხარ?

- 26 წლის ვარ.

- რა ასაკში დაიწყე შოუბიზნესში მოღვაწეობა?

- შოუბიზნესში 15 წლიდან ვმოღვაწეობ. ზოგადად რთულია ნებისმიერ ქვეყანაში პოპულარობის მოპოვება, საქართველოში კი განსაკუთრებით, რადგან შოუბიზნესი ფაქტობრივად არ არსებობს. ბევრს ერევა ცნობილობა და პოპულარობა. პოპულარულობის საწინდარი მაინც პროდუქტის ხარისხშია, რაც დიდი შრომის ფასად მიიღწევა.

- ვინ დაგიფინანსა პირველი კლიპი?

- ყველა კლიპი საკუთარი სახსრებით და მეგობარი კლიპმეიქერების დახმარებით მაქვს გადაღებული. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ გვერდში დგომისთვის.

- თავი სექსუალურ ქალად მიგაჩნია?

- კი, სექსუალურობა ყველა ქალშია რაღაც დოზით.

- როგორ გგონია, საზოგადოებისთვის საინტერესო ხარ?

- დიახ. ამას არა მარტო სოციალური ქსელიდან, არამედ ჟურნალებიდან და სხვადასხვა გადაცემიდან ვგრძნობ. ერთი კვირის წინ ახალი კლიპის პრემიერა შედგა ტელეკომპანია "იმედის" არხზე "ჯაჯანიძეს შოუში." მან ძალიან დიდი მოწონება და გამოხმაურება დაიმსახურა.

- ცნობილ მამაკაცთან რომანი გქონია?

- კი, არ დაგიმალავ და მქონია...

- რატომ გადაწყვიტე პოპ-რეპ ჟანრის მომღერლობა?

-ნებისმიერ ჟანრში შემიძლია მუშაობა. საქართველოში მიცნობენ, როგორც პოპ-რეპ ჟანრის მომღერალს, მაგრამ უცხოეთის შოუბიზნესის ბაზარზე გატანილი მაქვს კლუბურ-რეპული მუსიკების კრებული. აზიაში მუსიკის ეს მიმდინარეობაა პოპულარული.

- როგორი ადამიანების არ გესმის? თავად შენ ადვილად გიგებენ?

- არ მესმის ისეთი ხალხის ვისაც სიყვარული არ შეუძლია. აგრეთვე, ვერაფრით ვუგებ მათ, ვინც ინფორმაციას არ ფლობს, მაგრამ თავის აზრში ჯიუტად არის დარწმუნებული. უმოქმედო და ზარმაც ადამიანებსაც ვერ ვუძებნი გასასამართლებელ საბუთს.

რაც შემეხება მე... ფანტასტიკურად მიგებს უმრავლესობა, იმიტომ რომ ძალიან მხიარული, მოსიყვარულე, მეგობრული და თავმდაბალი ადამიანი ვარ.

- ერთ-ერთ სიმღერაში აღნიშნავ, რომ არ ემორჩილები წესებს... რა წესები იგულისხმება?

- ეს სიმღერა ძალიან დიდი ხნის წინ დავწერე... წესების დაცვის მომხრე ვარ, მაგრამ თუ ჩემთვის მიუღებელი ჩარჩოები დისკომფორტს მიქმნის აუცილებლად დავარღვევ მათ.  განაგრძეთ კითხვა

71 წლის ალა პუგაჩოვა შორტებითა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით - "წლები კი არ ემატება, აკლდება. მგონი, ჯადოქარია"

"ბიპოლარული აშლილობა აქვს" - კიმ კარდაშიანის სკანდალური განცხადება ქმარზე, რომელმაც ჯერ აშშ-ის პრეზიდენტობა მოინდომა, ხოლო შემდეგ კანდიდატურა მოხსნა

"სხვა არაფერი უნდა, არც კომპიუტერი, არც თამაში" - 9 წლის ინტერნეტ-ვარსკვლავი სიმღერის განსაკუთრებული ნიჭით, რომლის ვიდეოს უამრავი ნახვა აქვს