ცნობილი მამაკაცები, რომლებმაც ქართველ ქალებს უცხოელები ამჯობინეს

ცნობილი მამაკაცები, რომლებმაც ქართველ ქალებს უცხოელები ამჯობინეს

ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს, როდესაც ჩვენი მამები 37 მანეთად გადაფრინდებოდნენ ხოლმე მოსკოვში, მოდური გახლდათ რუსი ქალბატონის ცოლად მოყვანა. მამაკაცების ნაწილი რუსეთის ჯარიდან ბრუნდებოდა არაქართველი ცოლით ან საქართველოში ჩამოსული ტურისტებიდან რომელიმე გოგონაზე ქორწინდებოდა. ამ თემაზე უამრავი ხუმრობაც იყო, რომლებიც დროსთან ერთად გაქრა და მხოლოდ ძველი თაობის წარმომადგენლები თუ გაიხსენებენ, როდესაც საბჭოთა კავშირის ნოსტალგია მოეძალებათ.

წლების შემდეგ მოდაში უკრაინელი ქალები შემოვიდნენ. საზღვრების გახსნის მიუხედავად, ქართველი მამაკაცები შორს არ წასულან და რუსი ქალები უკრაინელებზე გაცვალეს. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებმაც გერმანელი, ამერიკელი, ფრანგი ან სხვა ეროვნების ცოლები მოიყვანეს და მათი დიდი ნაწილი, მოქალაქეობაშეცვლილი, ცოლის სამშობლოში კომფორტულად ცხოვრობს.

წარმოგიდგენთ ცნობილ მამაკაცებს, რომლებმაც სხვადასხვა დროს უცხოელ ქალებზე გააკეთეს არჩევანი. მათ შორის იყო საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც. მიშას ქართველ ია ფარულავასა და ჰოლანდიელ სანდრა რულოვსს შორის მოუწია არჩევანის გაკეთებამ, თუმცა, როგორც მოგვიანებით ია იხსენებდა, მათ ქორწინებას პოლიტიკოსებმა შეუშალეს ხელი.

გიორგი და ალინა არველაძეები

გიორგი უკვე ცნობილი პოლიტიკოსი იყო, როდესაც ალინა არველაძე უკრაინიდან ჩამოიყვანა. პირველი ოჯახის დანგრევის შემდეგ არველაძის არჩევანი უკრაინელ ქალზე შეჩერდა. ''იმედში'' არველაძის დირექტორობის დროს ალინა აქტიურად იყო ჩართული გასართობი გადაცემების კეთებაში, ძალიან კარგად ისწავლა ქართული და ინტერვიუებსაც მეუღლის მშობლიურ ენაზე იძლეოდა. წყვილი ბოლო დროს საცხოვრებლად უკრაინაში გადავიდა.

გიგი დედალამაზიშვილი და მარინა კარპი

ჯგუფი ''მგზავრების'' სოლისტი გიგი დედალამაზიშვილიც უკრაინაში გაბედნიერდა. ამაში კი ხელი მეზობელ ქვეყანაში ხშირმა გასტროლმა შეუწყო, სადაც მარინა გაიცნო. გოგონა პროფესიონალი ფოტოგრაფია და საქართველო ძალიან მალე შეიყვარა. ქართული ისწავლა, თუმცა წყვილი ძირითად დროს უკრაინაში ატარებს და ''მგზავრებს'' იქ კონცერტებიც არ აკლია.

გიორგი მოსიძე და ემილია ხალილოვა

საქართველოში ნომერი პირველი მოაზროვნე ერთ-ერთი პიონერია ცნობილი სახეებიდან, რადგან მან 1999 წელს აზერბაიჯანელ ემილიაზე იქორწინა. წყვილმა ერთმანეთი სტრასბურგში გაიცნო, ორივე საქართველოს წარმოადგენდა. გიორგი – ქართულ დელეგაციას, ემილია – ეთნიკურ უმცირესობას საქართველოდან. მათმა ქორწინებამ წლებს გაუძლო და დღეს წყვილი სამ შვილს ზრდის.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება