ქართველი მერილინ მონრო - "თუ ვინმესთვის სექსსიმბოლო ვარ, მისასალმებელია"

ქართველი მერილინ მონრო - "თუ ვინმესთვის სექსსიმბოლო ვარ, მისასალმებელია"

"რაც მეტი ინტელექტი გაქვს, მეტად სექსუალური ხარ. უცოდინარი ვერასოდეს იქნება სექსუალური..."

"მერლინს თურმე ძაღლი ჰყოლია, რომლის ფოტოც ცოტა ხნის წინ ვნახე და ყურადღება იმის მერე მივაქციე, რომ ზუსტად იგივე ჯიშის ძაღლი მეც მყვავს. მერილინსაც თეთრი ჩიხვავხა ჰყოლია. ასეთი დამთხვევა მოხდა."

მისი კერპი მსახიობებიდან მერილ სტრიპია, რადგანაც მიაჩნია, რომ ეს მსახიობი არასდროს ძველდება, ყოველთვის ახალ ფერებს იყენებს და ამის გამო განუმეორებელია... თავად მსახიობს, სოფია სებისკვერაძეს თამამ ქალბატონად მიიჩნევენ, რაზეც ასეთი პასუხი აქვს: "შეიძლება თამამი ვარ, მაგრამ თუ ჩემს შესრულებულ როლებს, ჩემს ცხოვრებას გადავხედავთ, არც ისეთი თამამი. გააჩნია, ვინ როგორ საზღვრავს"...

ცხოვრებასა და საქმეშიც უყვარს რისკი და მიიჩნევს, რომ "ადამიანი კომპლექსებისგან რაც უფრო გათავისუფლებულია, მეტად თამამია. როდესაც სითამამე ორგანულია, ასეთ შემთხვევაში, ის გამაღიზიანებელიც არ არის".

სოფიას სექსსიმბოლოდაც განიხილავენ. მისი პასუხი ამ თემაზე ასეთია:

- თუ ვინმესთვის სექსსიმბოლო ვარ, მისასალმებელია, რადგანაც ეს საქმე ადვილი არ არის...

- სირთულე რაშია?

- თუ ხარ სასურველი ქალბატონი, სულ ფორმაში უნდა იყო და სექსუალურ ენერგიას ასხივებდე. თუ ასხივებ სექსუალურ ენერგიას და სხვებიც ამას აღნიშნავენ, ალბათ სასიამოვნოა, რატომაც არა, მაგრამ ასეთ სექსუალურ სიმბოლოდ საკუთარ თავს არ მივიჩნევ...

- სჭირდება თუ არა სექსიმბოლოს ინტელექტი?

- უინტელექტო ადამიანი არ არის სექსუალური. რაც მეტი ინტელექტი გაქვს, მეტად სექსუალური ხარ. უცოდინარი ვერასოდეს იქნება სექსუალური...

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება