გივი ბერიკაშვილის შვილიშვილის თეატრალური ქორწილი და კითხვა, რომელიც ბაბუამ დაუსვა

გივი ბერიკაშვილის შვილიშვილის თეატრალური ქორწილი და კითხვა, რომელიც ბაბუამ დაუსვა

მანანა ბერიკაშვილის ქალიშვილმა ანო მაისურაძემ და მსახიობმა ნიკა ნანიტაშვილმა ხელი იმ სცენაზე მოაწერეს, სადაც ერთმანეთი გაიცნეს.

- მე და ნიკამ ერთმანეთი ერთი წლის წინ გავიცანით, როცა დედაჩემმა მოზარდ მაყურებელთა თეატრში დაიწყო სპექტაკლის''ჩვენ გველის დიდება'' დადგმა. თავიდან ყველა მსახიობი ერთად გავიცანი და ნიკას მიმართ რაიმე განსაკუთრებული დამოკიდებულება არ მქონია, რეპეტიციების დროს დავმეგობრდით. როცა მეკითხებიან, როდის გადაიზარდა თქვენი მეგობრობა სიყვარულშიო, პასუხს ვერ ვცემ, იმიტომ, რომ ნამდვილად არ მახსოვს. სპექტაკლის მზადების პერიოდში თითქმის 24 საათი ერთად გვიწევდა ყოფნა, მივეჩვიეთ ერთმანეთს, მერე კი მივხვდით, რომ ერთად თავს კარგად ვგრძნობდით და''სხვა'' ეტაპი დაიწყო.

- დედა იცნობდა ნიკას, მაგრამ ოჯახის დანარჩენი წევრები როგორ შეხვდნენ თქვენს გადაწყვეტილებას?

- სანამ ჩვენი ურთიერთობა ოფიციალურ სახეს მიიღებდა და მანანა ჩვენი გრძნობების შესახებ გაიგებდა, ნიკას მიმართ ისედაც დიდი სიმპათია ჰქონდა. როცა ჩვენი სიყვარულის შესახებ შეიტყო, ძალიან ბუნებრივად მიიღო, ერთად დიდი დროის გატარება გვიწევდა, რამაც დედას მისცა საშუალება, ნიკა კარგად გაეცნო. რაც შეეხება ოჯახის სხვა წევრებს, ნიშნობამდე ცოტა ადრე გივიმ იკითხა, ეს ბიჭი ასე ხშირად რატომ დადის ჩვენს სახლშიო?! ყველა კი ხვდებოდა, რაშიც იყო საქმე, მაგრამ ეს ხუმრობით თქვა. როცა გამოვაცხადეთ, რომ დაქორწინება გვინდოდა, ოჯახის წევრებისთვის ეს ალბათ პატარა შოკი იყო, ჩვენთვის კი ვმსჯელობდით უკვე ოჯახის შექმნაზე, მაგრამ დანარჩენებისთვის ეს მოულოდნელი აღმოჩნდა. ყველას გაუხარდა, მაგრამ მოვლენები სწრაფად განვითარდა და გააზრება, გათავისება ცოტა გაუჭირდათ.

- ყველაფერი რომ ტრადიციების დაცვით მომხდარიყო, ეს თქვენი გადაწყვეტილება იყო?

- პომპეზური და დიდი ქორწილი ჩემი ოცნება არასდროს ყოფილა, ზოგადად, ქორწილი რომც არ მქონოდა, გულიც კი არ დამწყდებოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენი ქორწილი ისეთი გამოვიდა, ნამდვილად ვინანებდი, რომ არ გვქონოდა.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება