რა მიაჩნია ანი ტყებუჩავას ქალიშვილობაზე უფრო დიდ გოიმობად

რა მიაჩნია ანი ტყებუჩავას ქალიშვილობაზე უფრო დიდ გოიმობად

27 თებერვალს სერიალ ''ჩემი ცოლის დაქალების'' მორიგი სეზონი დაიწყო, მაყურებელი ისევ ჩაერთო უკვე ოჯახის წევრებად ქცეული გმირების ცხოვრებაში. ჩვენ კი გადავწყვიტეთ, ანი ტყებუჩავას შევხმიანებოდით და მისი აზრი ტრადიციებსა და სტერეოტიპებზე თქვენთვისაც გაგვეზიარებინა.

- ტრადიცია, რომელიც გულწრფელად მოდის ადამიანისგან, ჩემთვის მისაღებია. მაგალითად, ახალ წელს ოჯახი რომ ერთად ხვდება და სიხარულს ერთად იზიარებენ, ამ ტრადიციაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. თუ ტრადიცია დაფუძნებულია სიყვარულზე, ურთიერთპატივისცემაზე, მაშინ მისი დაცვა კარგიცაა, მაგრამ თუ ტრადიციას ბრმად მივყვებით, ეს ქმედება გვაღიზიანებს, ეწინააღმდეგება ჩვენს სურვილებს, მაშინ ის აშკარად გადასახედია.

- ტრადიცია, რომელიც უარყოფით დამოკიდებულებას იწვევს შენში...

- ჩემში ყველაზე დიდ პროტესტს იწვევს ქელეხი. ადრე შორი გზიდან სამძიმარზე მისულ ადამიანს რომ ასადილებდნენ, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ძალიან დიდ მა-ტრაკვეცობად მიმაჩნია უშველებელი სუფრის გაშლა, უამრავი ხალხის დაპატიჟება, ამასობაში შეიძლება ვიღაც გამოგრჩეს, რჩება ნაწყენი და ა.შ. მოკლედ, დროთა განმავლობაში ამ ტრადიციამ ძალიან ცუდი სახე მიიღო. ადრე სულ სხვანაირად იყო საქმე, ამზადებდნენ კერძებს და მიცვალებულის სახელზე ურიგებდნენ გლახაკებს, რაც ძალიან დიდი მადლია. დღეს კი, ადამიანი რომ გარდაიცვლება, ჭირისუფალი ახლობელი ადამიანის დაკარგვით მიღებულ ტკივილთან ერთად იმაზე ფიქრობს, რა ქნას, როგორ გააკეთოს ქელეხი და ა.შ. თუნდაც, ქორწილების გამო რომ ვარდებიან ვალებში, რა საჭიროა, ვერ ვხვდები.

- ანა, გერლფრენდ-ბოიფრენდო-ბის ინსტიტუტზე როგორია შენი მოსაზრება?

- ყველა ადამიანი არის ინდივიდი, ამიტომ ყველამ უნდა აკეთოს ის, რაც უნდა. ბაბუაჩემი თუ ფიქრობს, რომ წყვილი ქორწინებამდე ერთად არ უნდა ცხოვრობდეს, ეს უნდა შეასრულოს მან, მე თუ განსხვავებული აზრი მაქვს, ჩემი შეხედულებისამებრ უნდა მოვიქცე. მაგრამ თუ შენი ეს ქმედება, ანუ თანაცხოვრება ქორწინებამდე, მენტალობის გამო გიქმ-ნის პრობლემას, მერე ამის გამო ყველას ბოდიში უნდა უხადო, ახსნა-განმარტებები აბარო და ფსიქიკაში ვერ ლახავ ამ ბარიერს, მაშინ არ უნდა გააკეთო და უნდა მოიქცე ისე, როგორც შენთვის მისაღები და მარტივია.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება