გიგი გაჩეჩილაძე სალომე ჭაჭუასა და გიორგი ვარდოსანიძის დაშორების შესახებ - ''დაოჯახება გადავიფიქრე...''

გიგი გაჩეჩილაძე სალომე ჭაჭუასა და გიორგი ვარდოსანიძის დაშორების შესახებ - ''დაოჯახება გადავიფიქრე...''

გიგი გაჩეჩილაძე მუდმივად დაკავებულია, ამჯერად ის ''ორი ვარსკვლავის'' ქორეოგრაფი გახლავთ და მასთან საუბარი ამ თემით დავიწყეთ, თუმცა ისიც ვკითხეთ, როგორი რეაქცია ჰქონდა, როდესაც სალომე ჭაჭუასა და გიორგი ვარდოსანიძის დაშორების შესახებ გაიგო. ყველამ იცის სალომესა და გიგის რვაწლიანი რომანის შესახებ და იმასაც ამბობენ, რომ წყვილი ''ცეკვავენ ვარსკვლავებმა'' დააშორა.

- რამდენიმე პროექტის მთავარი ქორეოგრაფი გახდი, თუმცა ეს სკანდალების გარეშე არ მომხდარა. ''ცეკვავენ ვარსკვლავებიდან'' წასულ ქორეოგრაფებთან გაქვს ურთიერთობა?

- უკრაინელ ქორეოგრაფებთან დიდი კონტაქტი არც არასდროს მქონია. თუ სადმე შევხვდები, ჩვეულებრივ მივესალმები. ერთ-ერთი მათგანი ჩემი მეგობრის, მზია ორველაშვილის მეუღლეა. მე არანაირი წყენა არ მაქვს მათ მიმართ და იმედი მაქვს, რომ არც მათ სწყენიათ ჩემგან რამე. გადავარჩინე შოუ, საიდანაც მოულოდნელად წავიდნენ. მათი წასვლის მიზეზი არ გამირკვევია და არც მინდა ვიცოდე. სიმართლე გითხრათ, იმ პერიოდში სულ სხვა რაღაცებით ვიყავი დაკავებული და საერთოდ არ მცხელოდა იმისთვის, რომ ქორეოგრაფად დამეწყო მუშაობა. შოუში რომ ვყოფილიყავი, რამდენიმე მოგზაურობა გადავდე, რომელიც გაცილებით კარგ ანაზღაურებას მომიტანდა, ვიდრე ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' გადამიხადეს.

- პირადი ცხოვრებისთვის გრჩება დრო?

- ვცდილობ, პირადმა ცხოვრებამ და საქმემ ერთმანეთს ხელი არ შეუშალოს და გამომდის ხოლმე.

- პრესამ შენი ბევრი რომანის შესახებ იცის. მზია ორველაშვილმა ''რეიტინგს'' გაუმხილა, რომ ერთ დროს შეყვარებულები იყავით...

- იყო ასეთი მომენტიც ჩემს ცხოვრებაში. რაც შემიძლია, დავძვრები ხოლმე. სახლში ჩაკეტილი არ ვარ. ბევრი შეყვარებული მყოლია. ჯანსაღი ცხოვრებით ვცხოვრობ.

- შენი ჯანსაღი ცხოვრების წესში ერთგულება არ შედის?

- ძალიან ერთგული შეყვარებული ვარ. თუ არ მყავს, მაშინ არაფერი მიშლის ხელს, რომ ვიყო თავისუფალი და გავშალო ფრთები.

- ყველაზე მეტად შეყვარებული როდის იყავი?

- არ ვიცი, სიყვარულის სიძლიერე როგორ უნდა განისაზღვროს.

- ალბათ, იმით, როცა გინდა, საყვარელ ადამიანს ბევრი რამ გაუკეთო და გული არ ატკინო.

- ჩემ გვერდზე მყოფ გოგონას ყოველთვის ისე ვექცევი, თითქოს მის გარდა სამყაროში არავინაა. ვფიქრობ, საყვარელი გოგონა ხელის გულზე უნდა ატარო და შეუქმნა ყველანაირი პირობა, რომ შენ გვერდით ბედნიერი იყოს. ჩემთან ერთად გატარებული დღეები კარგად უნდა გაახსენდეს. ყველაზე დიდხანს სალომესთან ვიყავი. სალომემდე მყავდა შეყვარებული, ერთად ოთხი წელი ვიყავით. მასთან დაშორება ყველაზე მტკივნეული იყო ჩემს ცხოვრებაში. მას მერე ისე ძალიან გული აღარავისთან დაშორებისას არ მტკენია.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება