შეეწირა თუ არა სიმამრის ''პოსტს'' გეგა ფალავანდიშვილის სამსახური

შეეწირა თუ არა სიმამრის ''პოსტს'' გეგა ფალავანდიშვილის სამსახური

გეგა ფალავანდიშვილის ''რუსთავი 2''-დან გაშვებამ ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა. არხი ერთ-ერთ უცვლელ სახეს შეელია. რატომ მოხდა ასე, თავად გეგამ არ იცის. უთხრეს, წადიო და უპრობლემოდ წამოვიდა. გეგას სიმამრი მამუკა გამყრელიძე უახლოეს მომავალში პოლიტიკაში მოსვლას გეგმავს. სოციალურ ქსელში კი ცოტა ხნის წინ სტატუსი დაწერა, სადაც ნაციონალების მიერ დაგეგმილ აქციას აკრიტიკებდა. სტატუსმა ზოგიერთი ნაციონალი გაანაწყენა. გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა, სიმამრის პოზიცია გახდა არხიდან გეგას წამოსვლის მიზეზი.

- მამუკა, ნაციონალური მოძრაობის დაგეგმილი მიტინგის შესახებ ''ფეისბუქზე'' თქვენი აზრი გამოთქვით, რამაც ზოგიერთი ნაციონალი გააღიზიანა. სოციალური ქსელით მათთან კამათის შემდეგ ხომ არ შეიცვალეთ აზრი და მიტინგზე წასვლის სურვილი ხომ არ გაგიჩნდათ?

- არ ვაპირებ მიტინგზე წასვლას. ამას პარტიის აქტივისტიც რომ ვიყო, მაშინაც ვერ მოვახერხებდი, რადგან ოპერაცია გავიკეთე მუხლზე და სიარული მიჭირს. ჩემი აზრით, ასეთი აქციები და მიტინგები ნაადრევია. კულუარულად ლაპარაკობდნენ და ახლა ხმამაღლა გაისმის, განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში, მოწოდება იმაზე, რომ მხოლოდ ერთი აქციით არ შემოვიფარგლოთ. მოვითხოვოთ მთავრობის გადადგომა და პერმანენტულად ვაქციოთ აქციაო. ჩემი აზრით, ეს არ არის სწორი გეგმა. საზოგადოება ნელ-ნელა გამოფხიზლების პროცესშია. იმ ხალხმა, ვინც ''ქართულ ოცნებას'' მისცა ხმა, დაინახა, რომ ეს არაა ის ძალა, რომელსაც შეუძლია, მართოს ქვეყანა. მთავრობა ძალიან სუსტი და უნიათოა. შესაბამისად, ხალხი ნელ-ნელა შემოტრიალდა. გარდა ამისა, ხელისუფლების რბილი პოლიტიკა რუსეთის მიმართ შედეგებს არ იძლევა და პირიქით საზიანოა. ახლა პროდასავლურმა ძალებმა გამოსვლები რომ დავიწყოთ, ეს კონტრპროდუქტიული იქნება.… აუცილებელია, სიტუაცია მომწიფდეს. ამას კი დრო სჭირდება. პირადად მე ''ნაციონალურ მოძრაობასთან'' ძალიან უცნაური დამოკიდებულება გამიჩნდა.

- სტატუსის დაწერის მერე გაგიჩნდათ ასეთი დამოკიდებულება?

- სამწუხაროდ, ასე მოხდა. სტრატეგიულად თუ ფილოსოფიურად ჩვენ ერთი და იმავე აზრის მატარებელი ხალხი ვართ. მეც მინდა, ქვეყანა ნატოში შევიდეს და მსურს, აქტიური და კვალიფიციური მთავრობა მყავდეს. მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ ყველაფრის მიღწევის მეთოდები სულ სხვა უნდა იყოს. პირველ რიგში, არჩევნებამდე მშვიდად უნდა მივიდეთ და გავაკეთოთ ჩვენი არჩევანი. არავითარი ვადამდელი არჩევნები არ გვჭირდება. რევოლუციების დრო ნამდვილად აღარაა. ეს ყველაფერი პირადად მე მომბეზრდა და მგონია, რომ ხალხსაც მოჰბეზრდა.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება