ნინი ბადურაშვილმა შეყვარებული გამოაჩინა?

ნინი ბადურაშვილმა შეყვარებული გამოაჩინა?

"კარგი წყვილია და ნეტავ მეგობრები არიან თუ? .... "თუ" და კითხვის ნიშანი ნინი ბადურაშვილისა და ბახვა ბრეგვაძის იმ ფოტოს ერთვის, რომელიც მომღერალმა პირად გვერდზე ატვირთა და ბახვა გულის თანხლებით მონიშნა. იქვე ბახვა ბრეგვაძის საეჭვო "თუც" გაჩნდა კომენტარებში.

ჩახუტებული წყვილის ფოტოს სოციალურ ქსელში სერიოზული გამოხმაურება მოჰყვა. ბახვა ერთ-ერთი კომპანის პიარია, ბოლო დროს სერიალ ''ჩემი ცოლის დაქალებშიც'' გამოჩნდა და მანამდეც ხშირად ჩანდა ბომონდურ წვეულებებზე.

ფოტოს კომენტარებში ქრისტინე იმედაძე, ნანკა კალატოზიშვილი და გოგოლა კალანდაძე წყვილს სიყვარულს უხსნიან. აქვთ თუ არა რომანი ნინი ბადურაშვილსა და ჩემი ცოლის დაქალების მსახიობს? – ამ შინაარსით დაწერილი ამბავი, რომანტიკული ფოტოთი უკვე სხვადასხვა საიტებზე მოხვდა.

მომღერალთან შესაძლო რომანზე ბახვა ბრეგვაძეს რამდენიმე კითხვა დავუსვით.

- ბახვა, ფოტოს კომენტარებმა ზოგს ეჭვი გაუჩინა, რომ შენ და ნინი შეყვარებულები ხართ. თავად რას იტყოდი?

- მართლა ძალიან მიყვარს ნინი... 

განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება