ქართული შოუბიზნესის ყველაზე მყარი ქორწინებები

ქართული შოუბიზნესის ყველაზე მყარი ქორწინებები

შოუბიზნესი და მყარი ქორწინება არა მარტო უცხოეთში, არამედ საქართველოშიც ერთმანეთთან შეუსაბამო ცნებებია, მაგრამ გამონაკლისები, როგორც საზღვარგარეთ, ისე საქართველოშიც არსებობს. წარმოგიდგენთ ყველაზე მყარ შოუბიზნესურ ქორწინებებს და ქალებს, რომლებიც წლების გასვლის მიუხედავად, მეორე ნახევრებმა ვერ დათმეს.

ლელა და მამულიჩა

მათზე თავისუფლად შეიძლება ვთქვათ, რომ წლებმა ვერაფერი დააკლო. ერთ საქმეს აკეთებენ, ყველგან ერთად დადიან, რადგან კახა ლელას პროდიუსერია, მაგრამ ფაქტია, რომ წყვილს ერთმანეთი არასოდეს ჰბეზრდება და მათ ქორწინებას ბზარი არ გასჩენია. უცნაურია ისიც, რომ პოპულარობის მიუხედავად, იშვიათად გავრცელებულა ჭორი მათი დაშორების შესახებ, თუმცა ეს ამბავი ჟურნალისტებსაც არ დაუჯერებიათ. კახას პირველი ქორწინებიდან ერთი ვაჟი ჰყავს, ლელასთან კი ერთი გოგონა – მარიკო.

ნინო და გიორგი

ნინო ჩხეიძის პოპულარობაში უდიდესი წვლილი მის მეუღლეს, გიორგი კორახაშვილს მიუძღვის. მეუღლეს ფინანსები არ დაუშურებია, რომ ნინოსთვის შესაბამისი სტუდია, იმიჯი და კარიერა შეექმნა. არც მისი სახელობის ღვინისა და შოკოლადის გამოშვებაზე უთქვამს უარი.

დღეს ჩხეიძეს ხშირად იწვევენ კორპორატიულ საღამოებზე, კარგად იყიდება მისი სიმღერების დისკები და დამოუკიდებელი შემოსავალიც აქვს. ამ წყვილის დაშორების შესახებ ჭორი არასოდეს გავრცელებულა. ჰყავთ ერთი გოგონა, მარიკო. ბიზნესმენი კორახაშვილი იშვიათად ჩნდება საზოგადოების წინაშე ნინო ჩხეიძის ქმრის სტატუსით.

გიო და მაია

გიო ხუციშვილისა და მაია ჯორჯაძის წყვილი ბევრ წელს ითვლის. გიო წლებია, ბოჰემური ცხოვრებით ცხოვრობს, არ იკლებს ქეიფს, კონცერტებზე ხშირად გამოდის და მუდმივად ყურადღების ცენტრშია, მაგრამ ეს არ გამხდარა მიზეზი, რომ წლობით ნაშენები ოჯახისთვის ჩრდილი მიეყენებინა.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება