რას ამბობს ბახვა ბრეგვაძე ნინი ბადურაშვილთან დაწყვილების შემდეგ

რას ამბობს ბახვა ბრეგვაძე ნინი ბადურაშვილთან დაწყვილების შემდეგ

ნინი ბადურაშვილის გარშემო საზოგადოებას ნებისმიერი ინფორმაცია აინტერსებს. გასულ კვირას ესა თუ ის საიტი მისი ვითომ ახალი "სიყვარულის" შესახებ წერდა. თითქოს გამოჩნდა ადამიანი, მამაკაცი, რომელმაც ნინის გული დაიპყრო და ის ბახვა ბრეგვაძეა. ბახვა, რომელიც ბოლო დროს პოპულარული სერიალით, "ჩემი ცოლის დაქალები" გახდა (ცოტნე ცოტაშვილის სამეგობროდან არის)...

"ამბები.გე" ბახვა ბრეგვაძეს დაუკავშირდა.

- კი, ჩვენც ვნახეთ, რომ თითქმის ყველა საიტი და შემდგომში ჟურნალ-გაზეთები მოიარა ჩვენმა ფოტომ და სავარაუდო რომანის შესახებ ინფორმაციამ. ამაზე ძალიან გავერთეთ, მაგრამ თან, გამიკვირდა, ამხელა ამბავი ერთმა ჩვეულებრივმა ფოტომ რატომ გამოიწვია-მეთქი? ნინი, პრინციპში, ამ ყველაფერს შეჩვეულია, ცოტა ხნის წინ, ჩვენს ერთ მეგობარ როსტოსთანაც "დააწყვილეს". მოკლედ, მის გარშემო ბევრი ასეთი ამბავი ყოფილა, - ყველა აღარც მახსოვს...

- რეალურად რა ხდება და რაზეა საერთოდ ლაპარაკი? ვითომ რაღაც ახალი ამბები მართლა გორდება ნინისთან დაკავშირებით?

- ნინის ბავშვობიდან ვიცნობ, ერთ სკოლაში ვსწავლობდით. ძალიან ბევრი წელია, ვმეგობრობთ, როდიდან აღარც მახსოვს...

- ისე, აქტიურად აღარ ჩანს. როგორც ახლო მეგობარს, გეცოდინება, სად არის და რას საქმიანობს?

- ნინი ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს თავის საქმიანობას, აქვს კონცერტები, დადის გასტროლებზე და ა.შ.

- როგორც მეგობარი, როგორ დაახასიათებ მას?

- ძალიან კარგი გოგოა. თუ როგორი ლამაზია, ამას თქვენც ხედავთ. აქვს ძალიან კარგი იუმორის გრძნობა, ყოველთვის კეთილგანწყობილია ყველას მიმართ. მოკლედ, მაგარი გოგოა...

- ამ ხუმრობა-ხუმრობაში თქვენი ურთიერთობა რაღაც გრძნობაში რომ გადაიზარდოს?

- ახლა ამაზე მეცინება, მაგრამ თუ რაიმე შეიცვლება, აუცილებლად გაგაგებინებთ...

ლალი ფაცია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება