ნინა სუბლატი - ''საცვლის გარეშე არ ვიყავი…''

ნინა სუბლატი - ''საცვლის გარეშე არ ვიყავი…''

ნინა სუბლატისთვის წარმატების განსაკუთრებული ფორმულა არ არსებობს. მიიჩნევს, რომ ყველაზე მეტს ცნობილი ადამიანებისგან მისი გულშემატკივრები მოითხოვენ. ნაადრევ დაოჯახებას სულაც არ მიიჩნევს წარმატების ხელის შემშლელ ფაქტორად.

- ადამიანი წარმატებულად როდის უნდა ჩაითვალოს?

- ადამიანმა თავი წარმატებულად არასდროს უნდა მიიჩნიოს. საერთოდაც, ამ საკითხზე არ უნდა იფიქროს. თუ საკუთარ საქმეს გულით აკეთებს, იცის, როდის და სად უნდა წარადგინოს თავისი ნამუშევარი, მასთან თავისთავად მივა წარმატება. ნიჭიერი და მშრომელი ხალხი უმეტესწილად თავმდაბალია.

- რომელი მუსიკალური მიმდინარეობა არ მოგწონს?

- არ მიყვარს იაფფასიანი მუსიკა, ჟანრს მნიშვნელობა არ აქვს. მომღერლობა ინფორმაციისა და ემოციის გავრცელებაა. შენ გასცემ იმას, რაც გაიგე, გადაგხდა და რამაც განსაკუთრებულად იმოქმედა შენზე. როგორც ჟურნალისტს არ მოსწონს სულელური ამბების მოსმენა, ისე არ მიყვარს უგემოვნო მუსიკა.

- შენი გადმოსახედიდან, ყველაზე კარგად რომელი სიმღერა შეგისრულებია?

- სიმღერის კარგად შესრულება არ ნიშნავს მის ტექნიკურ გამართულობას. ნამღერი მაშინ არის კარგი, როდესაც გულით ასრულებ. თითქმის ყოველთვის მთელი სიყვარულით ვმღერი. აქედან გამომდინარე, ვერ გამოვარჩევ ერთს. თუ შესაბამის განწყობაზე არ ვარ, არ ვმღერი.

- საკუთარ თავს მამაც პიროვნებად მიიჩნევ?

- გააჩნია, რა მხრივ. თუ სიმაღლიდან გადმოხტომას დამავალებთ, შეიძლება, სიმამაცე ვერ გამოვიჩინო. სხვა მხრივ, ვფიქრობ, საკმაოდ უშიშარი ვარ. არ ვერიდები რისკზე წასვლას. ისეთ რაღაცებს ვკიდებ ხელს, რასაც სხვები ერიდებიან. ჩემდა საბედნიეროდ, ყველა ჩანაფიქრი გამომდის.

- როგორ გგონია, რა დანაკლისს შეიძლება განიცდიდეს ადამიანი, რომელმაც წარმატების მწვერვალს მიაღწია?

- ის ფაქტი, რომ მწვერვალზე იმყოფები, უკვე დანაკლისია. ადამიანი ბუნებით გაუმაძღარია, ყოველთვის უფრო და უფრო მეტი სურს. მწვერვალის ზემოთ კი აღარაფერია. წარმატების ზენიტში მყოფ ადამიანს მაქსიმუმი აქვს მიღებული ცხოვრებისგან და აღარ იცის, რისკენ უნდა მიილტვოდეს.

- რა ან ვინ ანადგურებს წარმატებული ინდივიდის ფსიქიკას?

- პირველ რიგში, გულშემატკივრები, რომლებიც მისგან გამუდმებით საუკეთესოზე მეტს მოითხოვენ.

- შენს ცხოვრებაში რა დგას პირველ ადგილას?

- ჩემს ცხოვრებაში დანომრილი არაფერია. მხოლოდ ის მაქვს, რაც მინდა მქონდეს და შესაბამისად, პირველ ადგილას დგას ჩემთვის.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება