''ჩემ გარდა არავის უთქვამს ხათუნა ჟორდანიასთვის, რომ მისი შვილი ვერ მღერის''?

''ჩემ გარდა არავის უთქვამს ხათუნა ჟორდანიასთვის, რომ მისი შვილი ვერ მღერის''?

"ორ ვარსკვლავში" სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად მომღერალმა ნინი ქარსელაძემაც იმღერა. მის გამოსვლას სერიალ ''დეტექტივების'' მსახიობი სალომე ფაღავა გამოეხმაურა: ''მთელი თბილისი რომ მტრად გადავიკიდო, მივდივარ მაგ რისკზე და ერთი კითხვით მივმართავ ყველას. მე ვერ ვეწევი თბილისურ ტენდენციებს მუსიკაში, ან სმენა დამიქვეითდა, ან გემოვნება, ან იმის ამოცნობის უნარი, რა სამარცხვინოა და რა ძალიან მოსაწონი, თუ უბრალოდ ამ ხალხს მართლა უკიდურესად უჭირს''.

სალომეს ხათუნა ჟორდანიამ სოციალურ ქსელში უპასუხა. ''ნინიზე წერს, საცოდავი გოგონი, შენ არა მარტო სმენისა და გემოვნების, არამედ, სავარაუდოდ, სხვა ბევრი პრობლემა გაქვს. საშინელებაა, როცა შური გახრჩობს ადამიანს, რომელსაც ჯერ ცხოვრებაში არც გაუკეთებია და არც მიუღწევია არაფრისთვის''.

სოციალურ ქსელში დაპირისპირების შემდეგ სალომე ფაღავას დავუკავშირდით.

- სალომე, ხათუნა ჟორდანია, როგორც ჩანს, ძალიან გაანაწყენა თქვენმა სტატუსმა.

- ისეთი რამ დავწერე, რაც არავისთვის უცხო არაა. ნინი ჩემი შვილიც რომ იყოს, იმავეს დავწერდი. თუ ეწყინა, ეს უკვე მისი პრობლემაა. რა ეგონა, აბა? მე პირადად არავის წინააღმდეგი არ ვარ. ზოგადად ქალაქში საშინელება ხდება. არანაირი გადაცემა და კონცერტი რომ ჯანსაღი არაა, ეს თქვენც ხომ კარგად იცით. პირადი ანგარისწორება არავის მიმართ არ მამოძრავებს. ამხელა გა-მოხმაურება თუ მოჰყვებოდა ჩემს სტატუსს, ნამდვილად არ მეგონა.

- თვითონ ხათუნა ჟორდანიაა აღშფოთებული...

- რითია აღშფოთებული? ჩემნაირად წერს ათასი ადამიანი. ჩემს პოსტს რა ამბავიც მოჰყვა, მეც და ჩემი სამეგობროც გაოგნებულები ვართ.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება