ანჯელინა ჯოლის საკვერცხეები ამოაჭრეს

ანჯელინა ჯოლის საკვერცხეები ამოაჭრეს

ჰოლივუდის მსახიობს ანჯელინა ჯოლის ბავშვის გაჩენა აღარ შეეძლება. ამის შესახებ ის ”ნიუ იორკ თაიმსისთვის” მომზადებულ სტატიაში წერს. ჯოლი ყვება, რომ ოპერაციის შედეგად მისი ორგანიზმი მენოპაუზას გადის.

”მე აღარ შემიძლია დაფეხმძიმება”, - აღიარებს მსახიობი. გასულ კვირას ჯოლის ჩაუტარდა ოპერაცია, რომლის დროსაც მას საკვერცხეები ამოკვეთეს. ოპერაციის აუცილებლობა გამოწვეული იყო ონკოლოგიური დაავადების შესაძლო რისკით: ექიმებმა მსახიობს აუხსნეს, რომ ანალიზებმა აჩვენეს ანთებითი პროცესების წარმოქმნა, რომლებსაც შესაძლოა კიბოს ნაადრევი სტადიის განვითარება გამოეწვია.

აღსანიშნავია, რომ ჯოლის დედა და ბებია ონკოლოგიური დაავადებების გამო გარდაიცვალნენ. 2013 წლის მაისში ანჯელინას ორმაგი მასტექტომია გაუკეთეს - ორივე სარძევე ჯირკვლის მოკვეთა. ამის აუცილებლობა მკერდის კიბოს განვითარების რისკმა გამოიწვია.

მომზადებულია gladstoneobserver.com-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება