ბაია დვალიშვილი: ''ერთ დიდ ოჯახად ცხოვრება დამთავრდა''

ბაია დვალიშვილი: ''ერთ დიდ ოჯახად ცხოვრება დამთავრდა''

მსახიობ ბაია დვალიშვილთან ინტერვიუ ტრადიციებისა და სტერეოტიპების თემაზე ჩავწერეთ. აღმოჩნდა, რომ მას ამ თემებისადმი საკმაოდ ლოიალური დამოკიდებულება აქვს, მაგრამ მოსწონს ის სახეცვლილება, რასაც ესა თუ ის ტრადიცია განიცდის.

- ტრადიცია შექმნილია მოცემული პირობისა და დროის გამო, წლების განმავლობაში მკვიდრდება, ხანდახან აღარც კი ამართლებს, მაგრამ მექნიკურად ვასრულებთ. თუნდაც ქელეხი ავიღოთ, ეს იყო ნამგზავრი ხალხის ერთგვარი პატივისცემა, მაგრამ მერე არაჯანსაღად განვითარდა, მასშტაბები გაიზარდა, მახსოვს ეზოებში გაშლილი უზარმაზარი ქელეხები. დღეს ვფიქრობ, უფრო მოკრძალებულად აკეთებენ. მამაჩემი ქელეხის სასტიკად წინააღმდეგი იყო, გამაფრთხილა, არ გადამიხადოო, ანდერძიც კი დატოვა, მეგობარი მოიხსენია, ნოდარ, შენ გიბარებ, ბაიამ კიდევაც რომ დააპიროს ჩემთვის ქელხის გაკეთება, შენ გადააფიქრებინეო. მიუხედავად ამისა, მე მაინც გავუკეთე პატარა ქელეხი, არ ვიცი, რატომ. რისი მომერიდა, ტრადიციის დარღვევის, იმ მითქმა-მოთქმის, რაც მოჰყვებოდა ამ ამბავს?! ყველგან მამაჩემის ანდერძით ხომ ვერ ვივლიდი.

ვფიქრობ, ბევრ ტრადიციას ინერციით ვასრულებთ, თუმცა ძალიან მიხარია, რომ დღეს ბევრი ახალგაზრდა უაზრო, ყოვლად სამარცხვინო და ჩემი გადმოსახედიდან ყოვლად ამორალური ქორწილების წინააღმდეგია. ახალგაზრდები საერთოდ არ იხდიან ქორწილს, ან კიდევ ძალიან კრეატიულად აკეთებენ ამას, სასიამოვნო გარემოში ერთობიან, ამახსოვრდებათ ის დღე და არ არის მნიშვნელოვანი, მეორე დღეს მამები და ბაბუები სუფრასა და დახარჯულ ფულს როგორ შეაფასებენ.

- უმცროსის უფროს ადამიანთან შეკამათება უზრდელობაა?

- არა, თუმცა ზღვარი ყველაფერს აქვს. ჩემი შვილიც მიხსნის ამა თუ იმ საკითხს, მაგრამ უზრდელობაში არ უნდა გადავიდეს. საბჭოთა კავშირის დროს 40 წლის ადამიანებიც კი უმცროს მეცნიერ-მუშაკებად იწერებოდნენ და ამით ავტომატურად ხარისხდებოდნენ უფლებების მიხედვით. ალბათ, აქედან მოდის დამოკიდებულება, რომ თუ უმცროსმა პასუხი გასცა, უზრდელია. დღეს, როცა ტრანსპორტში ავსულვარ, შემიმჩნევია, რომ ქალებს, მოხუცებს ახალგაზრდები ადგილს უთმობენ, რაც ნიშნავს, რომ უფროსის პატივისცემა არ დაკარგულა, ეს ეტიკეტი უფროა, ვიდრე ტრადიცია.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება