მანიკა ასათიანი პროექტის დატოვების შემდეგ პირველ განცხადებას აკეთებს: ''ყველაფერი წარმავალია, გარდა სიყვარულისა"

მანიკა ასათიანი პროექტის დატოვების შემდეგ პირველ განცხადებას აკეთებს: ''ყველაფერი წარმავალია, გარდა სიყვარულისა"

''ორი ვარსკვლავის'' მორიგი ტური მანიკა ასათიანისა და ნიკა ლაზარიაშვილის წყვილმა დატოვა. მათთან ერთად აუტსაიდერებში იდგნენ პეჩო და მაგდა ვასაძე , რომლებმაც მაყურებელი და ჟიური აფრიკული სიმღერით მოხიბლეს.

პეჩოსა და მაგდას ნამღერით როგორც ჩანს, თავად მონაწილეებიც აღფრთოვანებულები დარჩნენ და ფიქრობდნენ, რომ ამ წყვილმა პროექტი არ უნდა დატოვოს. თავად მანიკაც კი თავის გულშემატკივრებს სცენიდან ეუბნებოდა, რომ არ დაემესიჯებინათ.

მანიკამ დღეს ''ფეისბუქზე'' შემდეგი შინაარსის სტატუსი დაწერა:

''არც კი ვიცი საიდან დავიწყო ... გუშინდელ შედეგზე ბევრჯერ მიფიქრია, მართალია, არ მეგონა, ესე მალე თუ დადგებოდა ეს დღე, თუმცა არ ვდარდობ, რადგან ამაყი ვარ და ვთვლი, რომ ძალიან ღირსეულად დავტოვე პროექტი.

მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ პროექტზე მუშაობს. ერთ-ერთ ბედნიერ დროდ დარჩება ჩემ ცხოვრებაში ეს დღეები, თუ თვები, რაც ამ პროექტში გავატარე.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება