შონზოს თაღლითობას აბრალებენ - როგორ ''აგდებენ'' ქართველი პრომოუტერები უცხოელ ვარსკვლავებს

შონზოს თაღლითობას აბრალებენ - როგორ ''აგდებენ'' ქართველი პრომოუტერები უცხოელ ვარსკვლავებს

საერთაშორისო საკონცერტო კომპანიის მფლობელი და პროდიუსერი ეკა ჩიტაშვილი, რომელიც უცხოელი ვარსკვლავების ტურნეს ბევრ ქვეყანაში უწევს ორგანიზებას, საქართველოში ამ სფეროს არაპროფესიონალიზმზე ჩივის და აცხადებს, რომ მალე შესაბამის ვიდეოსაც გამოაქვეყნებს, სადაც ქართველ პრომოუტერებს თაღლითობაში დაადანაშაულებს.

- მე ამჟამად კიშინიოვში გახლავართ და აქედან ვმუშაობ. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მინიმუმ ათი ვარსკვლავი მყავს გამოგზავნილი საქართველოში, არა მხოლოდ მე, არამედ ჩემი უცხოელი პარტნიორებიც ხშირად თანამშრომლობენ ქართველ ორგანიზატორებთან. არც ერთი უცხოელი ვარსკვლავი არ წასულა საქართველოდან კმაყოფილი. ნებისმიერ ქვეყანაში მიგვიწვიე, ოღონდ არა საქართველოშიო, მეუბნებიან. არასდროს არ სრულდება რაიდერი, ანუ ვარსკვლავის მოთხოვნების ჩამონათვალი. არც სასტუმროა შესაბამისი, არც ტექნიკურად არის გამართული. არ კითხულობენ ხელშეკრულებას და ჰგონიათ, რომ პროფესიონალის კონცერტის გამართვა იგივეა, რაც დამწყები მომღერლის სკოლის სცენაზე გამოყვანა. მე ამაზე უკვე აღარც ვლაპარაკობ.

ყველაზე დიდი პრობლემაა ის, რომ კონცერტების ქართველი ორგანიზატორები თაღლითობენ და ვარსკვლავების ანაზღაურების გადახდაზე უარს ამბობენ. ტექნომინიმალის შემქმნელი ბორის ბრეჟჩა იყო ჩამოსული საქართველოში. მისი კონცერტის შესახებ ისეთმა ცნობილმა ადამიანებმა მომმართეს, საერთოდ არ ვიცოდი, თუკი ისინი საკონცერტო საქმიანობით იყვნენ დაკავებული. ვგულისხმობ შონზოს - ზურა გაჩეჩილაძეს თავის პარტნიორებთან ერთად. ერთ-ერთია ლიკა ჭელიძე, რომელსაც რამდენიმე ღონისძიება ჰქონდა გაკეთებული. ვცდილობდი მათთვის გადამეფიქრებინა ბორისის ჩამოყვანა, რადგან ძალიან ძვირიანი პროექტი იყო. დამაჯავშნინეს არტისტი, ხელშეკრულება გამაფორმებინეს. ჩამოსულ არტისტს ისეთი არაორგანიზებული სიტუაცია დახვდა, რასაც არანაირად არ ელოდა. ჰონორარი ბოლო წუთებში მისცეს ადგილზე, ისიც, მთელი ჩემი ოჯახის ჩარევით, კარში დგომით და ბილეთების დათვლით. ყველა გამოშვებაზე მუდმივად არის კეთილსინდისიერების პრობლემა.

- და თაღლითობა რატომ ახსენეთ?

- გახსოვთ ალბათ''კაომა'',''ლამბადას'' ცნობილი ჰიტის შემსრულებელი ჯგუფი. იმავე ლიკა ჭელიძემ და შონზომ 31 დეკემბრისთვის დაჯავშნეს ჯგუფი. ახლა ხომ მარტია, ამ დრომდე ველოდებით მათგან ჰონორარის ჩარიცხვას და გაურბიან პასუხისმგებლობას. ღონისძიება არ გააუქმეს, არ გამოგზავნეს არც ავიაბილეთები და არც ჰონორარი. ვრეკავთ, ვწერთ, ვეხვეწებით, მაგრამ სრული იგნორია. გესმით, ახალი წლის ღამეს არტისტის''გადაგდება'' რას ნიშნავს? 5000 ევროა გადასახდელი.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება