პეჩო მუსიკალურ კარიერას უბრუნდება - ''არ მითხოვია, მამღერეთ-მეთქი...''

პეჩო მუსიკალურ კარიერას უბრუნდება - ''არ მითხოვია, მამღერეთ-მეთქი...''

ირაკლი ჭელიშვილი ექიმების ოჯახში დაიბადა, ამიტომ კითხვაც კი არ დასმულა, რა პროფესიას აირჩევდა. ბავშვობიდან კარგად მღეროდა და ერთი პერიოდი მუსიკოსობაზე სერიოზულად დაფიქრდა, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ მისი საქმე, სადაც თავს ყველაზე კარგად გრძნობდა, ექიმობა იყო. ირაკლი ''ორ ვარსკვლავში''ერთ-ერთ ძლიერ კონკურსანტად მიიჩნევა.

- არ ვნანობ, ''ორ ვარსკვლავში''რომ ვარ, რაც მთავარია, ვმღერი და სიამოვნებას ვიღებ.

- ორ პროფესიას შორის ექიმობა რატომ აირჩიეთ?

- თოთხმეტი წლის ასაკში მუსიკაში ძალიან ვიყავი ჩართული. მინდოდა ჯგუფში სიმღერა და სკოლაში გვქონდა კიდეც ჯგუფი. სამედიცინო ინსტიტუტში რომ ჩავაბარე, გავიცანი ვახო ბაბუნაშვილი და ''სოფთ ეჯექთი''ჩამოვაყალიბეთ. რაღაც პერიოდი მხოლოდ მუსიკის კეთება მინდოდა და მედიცინაზე საერთოდ აღარ ვფიქრობდი, მერე გავიდა დრო და შოუბიზნესმა დამღალა. გერმანიაში ძალიან სერიოზულ კლინიკაში მოვხვდი, მამას, რომელიც ასევე ექიმია, გავყევი თარჯიმნად. ვნახე, როგორი შეიძლება იყოს ექიმის ცხოვრება და მუსიკას ჩამოვშორდი.

- ქართულ შოუბიზნესში არაფერი რომ არ ხდება, იმიტომ აიცრუეთ გული სიმღერაზე?

- ამ შემთხვევაში მხოლოდ საქართველოზე არ ვამბობ. შოუბიზნესში ისეთი რამ ხდება, რაც ჩემთვის ცოტა დამღლელი აღმოჩნდა. ავდექი და დავიწყე ჩემი საქმის კეთება. ჩემი საქმე კი ნეიროქირურგიაა. იმდენად ლამაზი და კარგი სპეციალობაა, ძნელია, რამეს შევადარო.

- მონაწილეთა შორის ყველაზე დაკავებული ხართ და ალბათ, მეცადინეობას ყველაზე ნაკლებ დროს უთმობთ.

- რეპეტიციაზე მხოლოდ ნახევარი საათით მივდივარ. დროის გამონახვა ძალიან გვიჭირს, რადგან ბევრი პაციენტი მყავს და სულ მუშაობა მიწევს.

- ამ პროექტმა ხომ არ გაგიჩინათ სურვილი, შოუბიზნესს კვლავ დაუბრუნდეთ?

- ბოლო პერიოდში ''სოფთ ეჯექთმა''ახალ სიმღერებზე დაიწყო მუშაობა. ამან გამიჩინა სურვილი, სიმღერას კვლავ დავუბრუნდე, მაგრამ პროექტს ამის სურვილი არ გაუჩენია. ესაა სატელევიზიო შოუ, რომელიც მუსიკას ნაკლებად უკავშირდება, ესემეს-კონკურსია.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება