თათია სულუაშვილი: "ყველა დამნაშავეა ჩემ წინაშე... მარტო მე ვარ მაგარი"

თათია სულუაშვილი: "ყველა დამნაშავეა ჩემ წინაშე... მარტო მე ვარ მაგარი"

თათია სულუაშვილისთვის ''მიცუბიში'' მეორე მანქანაა. პატრულს ერთადერთხელ ჰყავს დაჯარიმებული, ისიც ისეთი ავარიის გამო, რომლის შედეგადაც მანქანა 500 დოლარად ჩააბარა...

- როცა დადგა მანქანის ყოლის აუცილებლობა, სამსახურში ვეღარ დავდიოდი, ტაქსიში უამრავი ფული მეხარჯებოდა, მერე ვიყიდე ავტომობილი. მანამდე ამის გამძაფრებული სურვილი არ მქონია, მოკლედ, დამჭირდა და ვიყიდე.

- მართვის მოწმობა მარტივად აიღე?

- მართვის მოწმობა ძალიან ადვილად ავიღე. თეორია ჩემით ვისწავლე. მართალია, ცოტა გამიჭირდა, მაგრამ გადავწყვიტე, ჩემით მესწავლა. მეგონა, ადვილი იყო და შევეჭიდე, პრაქტიკაში მასწავლებელთან 10 გაკვეთილი გავიარე და გამოცდაზე გავედი. თეორია პირველ ჯერზევე ჩავაბარე, პრაქტიკაზე კი სამი ცდა დამჭირდა, მესამეჯერ ჩავაბარე და ავიღე მართვის მოწმობა.

- პირველი მანქანა საკუთარი შემოსავლით იყიდე თუ დახმარება დაგჭირდა?

- ჩემი პირველი მანქანა, რომელიც აღარ არსებობს და დავლეწე, იყო''ჰონდა ფიტი''. ბანკიდან ავიღე სესხი, იაფიანი მანქანა შევარჩიე, დაახლოებით 4000 დამიჯდა და ვიყიდე. ვფიქრობდი, ძვირად ღირებულ მანქანაზე პირველ ეტაპზე არ უნდა დავმჯდარიყავი, რადგან საკუთარ თავს ბოლომდე ვერ ვენდობოდი, დიდი ალბათობა იყო, დამემტვრია. მართლაც, მოყინულზე მოვსრიალდი, ჩემამდე 5 მანქანა იყო ასე მოცურებული და ერთი-მეორეზე მიჯახებული და მეექვსე მივემატე. მაქანა სულ დაილეწა, იქიდან უვნებელი როგორ გადმოვედი, არ ვიცი, თმის ღერიც არ ჩამომვარდნია. ამ ავარიის შემდეგ მანქანა 500 დოლარად ჩავაბარე და ვიყიდე ქურთუკი,''ჰონდასგან'' შემრჩა ქურთუკი, რომელსაც ვერ ვიტან, რომ ვიცვამ, მეზიზღება, მგონია, იმ მანქანის რაღაც დეტალი მაცვია.

- ავარიის დროს მარტო იყავი?

- დიახ და ვერ ვიტყვი, რომ ძალიან შევშინდი, იმიტომ, რომ მანამდე ბევრი ავარია, მირტყმა-მორტყმები მქონდა. წვრილ-წვრილ ავარიებს მიჩვეული ვიყავი და ის ბოლო იმდენად წამის მეასედებში მოხდა, გააზრებაც ვერ მოვასწარი. საღ-სალამათი რომ გადმოვედი, პირჯვარი გადავიწერე და ღმერთს მადლობა ვუთხარი, რომ გადავრჩი.

- ამის შემდეგ საჭესთან დაჯდომის შიში არ გქონდა?

- საქმეც ისაა, რომ არ მქონდა. უბრალოდ, მერე ამერიკული მანქანა ვიყიდე, არადა, მანამდე იაპონურზე, ანუ მარჯვენასაჭიანზე ვიყავი მიჩვეული. მარცხენასაჭიანზე გადმოჯდომა ცოტა გამიჭირდა, დისკომფორტი მქონდა, მაგრამ ისე მივეჩვიე, ახლა მიკვირს, იმ მანქანაზე როგორ ვიჯექი.

- ამ ყველაფრის მიუხედავად, როგორი მძღოლი ხარ, საკუთარ თავს როგორ აფასებ?

- მაგარი მძღოლი ვარ, ყველა დამნაშავეა ჩემ წინაშე, ყველას ცუდად დაჰყავს

მანქანა და მარტო მე ვარ მაგარი მცოდნე – აი, ასეთი მძღოლი ვარ (იცინის).

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება