ქართული ბომონდის ყველაზე ხანმოკლე ქართული ქორწინებები

ქართული ბომონდის ყველაზე ხანმოკლე ქართული ქორწინებები

ჰოლივუდში რამდენიმეთვიანი და ხანდახან ერთდღიანი ქორწინებებიც კი ჩვეულებრივი ამბავია. საქართველო ამ მხრივ ყოველთვის გამონაკლისი იყო. ცხადია, ჩვენთანაც ინგრეოდა ვარსკვლავური ოჯახები, მაგრამ ნაკლებად ერთ და ორ თვეში. ბოლო დროს ესეც აღარ გვიკვირს, რადგან ჩვენს რეალობაშიც გაჩნდა ყველაზე ხანმოკლე ვარსკვლავური ქორწინებები.

თიკა და ბექა

თიკა ჯამბურიასა და ბექა ხოფერიას სიყვარულის ამბავი ზღაპარს ჰგავდა. ყველაფერი კარ-გად იყო, მშობლებს სასიძო და სარძლო ძალიან მოსწონდათ და დაქორწინებაშიც ხელი არაფერმა შეუშალათ.

ალბათ ამიტომ იყო, რომ დიდხანს არავის სჯეროდა მათი დაშორების ამბავი. იმ პერიოდში თიკას რამდენიმე თვის გოგონა ჰყავდა. უფრო მეტიც, დღემდე ბევრს სჯერა, რომ ოდესმე ისევ შერიგდებიან.

ნინი და ირაკლი

ალბათ, ყველაზე მეტი ნინი ბადურაშვილისა და ირაკლი კუტალაძის რამდენიმეთვიან ქორწინებაზე დაიწერა, მაგრამ ერი დღემდე ვერ ინელებს სასურველი საპატარძლოს ასე ხანმოკლე გათხოვებას. ნინის ამ ქორწინებიდან პატარა ელენე ჰყავს, მაგრამ მეუღლეს იმდენად სკანდალურად დაშორდა, რომ ამაზე დღემდე ლაპარაკობენ. ნინი მოსკოვიდან თბილისში რამდენიმე თვის ფეხმძიმე დაბრუნდა. ბავშვის გაჩენამდე ორიოდ კვირით ადრე კი ყოფილმა ქმარმა ერთ-ერთ ქართულ ჟურნალს სკანდალური ინტერვიუ მისცა და დაშორების მიზეზებზე ილაპარაკა. დღეს წყვილი ცივილიზებულ ურთიერთობას ინარჩუნებს.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება