ცნობილი ადამიანების ყველაზე უცნაური ნივთები, რომლებიც აუქციონზე გაიყიდა

ცნობილი ადამიანების ყველაზე უცნაური ნივთები, რომლებიც აუქციონზე გაიყიდა

ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტის ნასუნთქი ჰაერით სავსე ქილა

როდესაც ჯოლი და პიტი ფილმის პრემიერაზე წითელ ხალიჩაზე გამოჩნდნენ, ჟურნალისტმა მიკროფონის ნაცვლად ქილა გაუშვირა და წყვილი რამდენიმე წამის განმავლობაში ამ ქილაში ასუნთქავდა. საბოლოოდ ქილა აუქციონზე 530 დოლარად გაიყიდა.

სელინჯერის უნიტაზი

ცნობილი მწერლის პირადი სივრცე მისი გარდაცვალების შემდეგ დაირღვა. რარიტეტების კოლექციონერმა რიკ კოლმა აუქციონზე სელინჯერის გაუსუფთავებელი უნიტაზი გაიტანა და ფასად ერთი მილიონი დოლარი დაადო.

რონალდ რეიგანის სისხლი

"იბეის" აუქციონზე გასაყიდად გაიტანეს ამერიკის პრეზიდენტის სისხლი. სისხლი აუქციონზე ექიმებმა გამოიტანეს, მათ სისხლის შეგროვება 1981 წელს პრეზიდენტზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად შეძლეს. როდესაც ფასი 10 000 დოლარზე ავიდა, გაყიდვა შეწყდა, რადგან ამ ფაქტის ირგვლივ დიდი აჟიოტაჟი ატყდა. საბოლოოდ, ექიმებმა სისხლი რეიგანის ფონდს გადასცეს.

სკარლეტ იოჰანსონის გამოყენებული ცხვირსახოცი

ერთ-ერთ ღამის შოუში სტუმრად მისულმა იოჰანსონმა ერთჯერად ცხვირსახოცში დააცემინა, შემდეგ შეფუთა ის პაკეტში და ხელი მოაწერა. ნახმარი ცხვირსახოცი 5 300 დოლარად გაიყიდა და ქველმოქმედებას მოხმარდა.

მერლინ მონროს მკერდის რენტგენი

ნივთები, რომლებიც ლეგენდარულ ლამაზმანს უკავშირდება, ხშირად ძალიან ძვირად ფასობს. 28 წლის მონროს რენტგენული ფოტო, რომელიც 1954 წელს გაკეთდა, 45 000 დოლარად გაიყიდა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება