ბრიტნი სპირსს კონცერტის დროს თავიდან პარიკი მოძვრა (+ ვიდეო)

ბრიტნი სპირსს კონცერტის დროს თავიდან პარიკი მოძვრა (+ ვიდეო)

ბრიტნი სპირსს უსიამოვნო შემთხვევა ჯერ კიდევ თებერვალს გადახდა, თუმცა ჟურნალისტებმა მხოლოდ ახლა შეიტყვეს ამ კაზუსის შესახებ. კლუბ ”პლანეტ ჰოლივუდში” გამოსვლისას ბრიტნის პარიკი მოძვრა. 33 წლის მომღერალი სცენაზე შავ ტყავის კოსტუმში გამოვიდა, კომპოზიციის Do something შესრულებისას მან ვერც შეამჩნია, თუ როგორ მოძვრა თავიდან პარიკი. სკანდალური ვიდეო, რომელიც ფანმა გადაიღო, ინტერნეტში ჰიტად იქცა.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც სპირსი უხერხულ სიტუაციაში ხვდება. 2013 წლის მიწურულს კონცერტზე მომღერალს სიმღერის შესრულებისას კოსტუმი ჩაძვრა. ელვა შესაკრავი მოულოდნელად გაიხსნა, რაც მისმა მოცეკვავემ შეამჩნია და მალევე გაუსწორა კოსტუმი.

მომზადებულია mirror.co.uk-ს მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

დათო ხუჯაძის ქორწილის ამსახველი კადრები - როგორი ქორწილი გადაიხადა მომღერალმა ჩაქვში

ეკოპროექტი "გამოღვიძება" - "ბლექ სი არენა“ და "მუსიკოსთა პარკი“ ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლების ინოვაციურ პროექტს ახორციელებს

განსხვავებული საფესტივალო სივრცე და საქართველოში აღიარებული არტისტები Festival “Haerze”