''ამორალური'' შეთავაზება მულატკას X ფაქტორიდან''

''ამორალური'' შეთავაზება მულატკას X ფაქტორიდან''

ჩვენი რუბრიკა რესპონდენტისთვის უხერხული კითხვების დასმას ითვალისწინებს. პასუხების გაცემას ირენ კირიაკირი დათანხმდა. ირენი საზოგადოებამ მულატკას სახელით გაიცნო და პოპულარულობა საკმაოდ ეპატაჟური გზით მოიპოვა, გაიხადა ''პლეიბოისთვის'' და "ჯეობარში'' კამერების წინ დაკავდა სექსით.

- ერთი პერიოდი არ ჩანდი... სად იყავი? რას საქმიანობდი?

- ჯერ მოსკოვში გავემგზავრე ძმასთან. გარკვეული დროის შემდეგ უკან დავბრუნდი, მაგრამ გამოჩენა არ მსურდა. მშვიდად, ყოველგვარი სკანდალების გარეშე მივხედე ჩემს პირად ცხოვრებას.

- მამაკაცს უცემიხარ?

- არასდროს, თუმცა თავად ბევრჯერ მიცემია ქალი.

- ძალიან შეიცვალე... რამ გამოიწვია ეს გარდასახვა?

- გამოცდილებამ და ასაკმა.

- წარსულის გრცხვენია?

- არ მრცხვენია... თუმცა, დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, საქართველოში თამამ გადაღებებს არ დავთანხმდებოდი.

- ეროტიკულ სიზმრებს ნახულობ?

- არასდროს.

- ''სიმართლის დროში'' აღნიშნე, რომ ორგიაში მონაწილეობა მიგიღია...

- ყველაფერი შოუსთვის იყო დადგმული.

- სახლიდან რა ასაკში წამოხვედი და რა მიზეზით?

- 17 წლის ვიყავი. მშობლები დაშორდნენ. ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო მათი განქორწინება. პროტესტის ნიშნად მარტომ დავიწყე ცხოვრება.

- ქალისადმი ლტოლვა გქონია?

- არასდროს. ვიცი, რომ კაცებს ლესბოსელი ქალები მოსწონთ, მაგრამ მართლა არ მესმის, რატომ. თავად არ მომწონს ჰომოსექსუალური კავშირები.

- მას შემდეგ, რაც აღიარე, რომ მეგობრის მშობლებთან სექსი გქონდა, სამეგობრო წრეში პრობლემები შეგექმნა?

- არა, ყველაფერს ხუმრობით მიუდგნენ, რადგან იცოდნენ, რომ ''სიმართლის დროში'' ვიცრუე.

- როგორ მოატყუე სიცრუის დეტექტორი?

- გულის მანკი მაქვს. სიცრუის დეტექტორის სისტემა კი გულისცემაზეა აგებული.

- რა შემთხვევაში მიგაჩნია ადამიანი მსუბუქი ყოფაქცევის ქალად?

- მირჩევნია, არ ვისაუბრო სხვის ცხოვრებაზე. ''არ განსაჯო და არ განისჯები''.

- შენთვის ყველაზე ამორალური რა შემოუთავაზებიათ?

- (იცინის) დამირეკეს, ''X ფაქტორზე'' გამოდი და იმღერეო. ბოხი ხმა მაქვს, სიმღერა საერთოდ არ მეხერხება. ჩემი გადმოსახედიდან, ამორალური შემოთავაზება იყო.

იხილეთ გაგრძელება

ფილმებში გაცოცხლებული ცნობილი ნახატები

"იცი, როგორი იყო? - ხელის გულზე ედო თბილისი... გიოს როგორ უპატრონა, ისრაელშიც ირაკლი გაჰყვა" - რას ჰყვებიან მეგობრები ტარიელ ჭანტურიას ვაჟზე - ბიჭზე ფილმიდან: "სანამ წვიმა გადაივლიდეს"

"მივხვდი, ნიკოლოზ რაჭველს პასუხს ამისთვის არავინ სთხოვს, რუსთაველი მკვდარია, ვის შევჩივლო?!" -  რატომ არის ნაწყენი თეონა კონტრიძე რაჭველზე