რეზიკო რობაქიძეს გეიაღლუმზე ფიქრის დრო არ რჩება

რეზიკო რობაქიძეს გეიაღლუმზე ფიქრის დრო არ რჩება

მოცეკვავე რეზიკო რობაქიძე გარკვეული დროის განმავლობაში მეწყვილის გარეშე დარჩა, სწორედ ამიტომ სპეციალურ საიტზე განაცხადი გააკეთა, დაინტერესებულ პირს საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას და კონკურსებისთვის საჭირო თანხის ანაზღაურებას დაჰპირდა. გამოეხმაურნენ და ცოტა ხნის წინ ჩეხეთიდან მეწყვილე ჩამოუვიდა, რომელთან ერთადაც ბავშვებს ამეცადინებს და კონკურსებში მონაწილეობისთვის ემზადება. ერთ კვირაში საბერძნეთში წასვლას გეგმავენ, ასევე ემზადებიან საქართველოს ჩემპიონატისთვის, რომელიც მაისში გაიმართება. რეზიკოს ტრადიციებზე ვესაუბრეთ.

- მივიჩნევ, რომ ყველა ქართველი ადამიანი ტრადიციულია, ქართველებს ეს სისხლში გვაქვს. ჩემი თაობის ადამიანებს მაინც მოჰყვებათ ქართული ადათ-წესების პატივისცემა. ვფიქრობ, რომ ოჯახური ტრადიციები მაქსიმალურად უნდა შენარჩუნდეს, რადგან ჩვენი ერი სხვებისგან სწორედ ტრადიციებითა და ადათ-წესების დაცვით გამოირჩევა.

- ოჯახური ტრადიციები ახსენე, საინტერესოა, გერლფრენ-ბოიფრენდობაზე რას ფიქრობ?

- დროს მოაქვს ცვლილებები. იცვლება ცხოვრების წესი, დრო, ქვეყანა,… ევროპიდან გადმოგვაქვს ჩვენს რეალობაში რაღაცები, მაგრამ, სამწუხაროდ, ცუდს უფრო მეტს ვიღებთ, ვიდრე – კარგს. წყვილმა ერთმანეთი უკეთ რომ უნდა გაიცნოს, ეს ცუდი არაა, თანაცხოვრება კი ამისთვის კარგი საშუალებაა. ბევრჯერ გამიგია, შეუქმნიათ ოჯახი, მაგრამ მალევე დაშორებულან. თანაცხოვრების დროს ერთმანეთისთვის ვეღარ გაუგიათ. შეყვარებულობის პერიოდში ყველაფერი ლამაზია, მრავალფეროვანია, მაგრამ ოჯახი სხვაა. აქედან გამომდინარე, ჩემთვის ქორწინებამდე თანაცხოვრება მიუღებელი არაა, იცხოვროს წყვილმა ერთად, შეისწავლონ ერთმანეთი და მერე მიიღონ გადაწყვტილება. ამასთან, წყვილს უნდა ჰქონდეს საკუთარი პირადი ცხოვრება, რომელშიც არ უნდა ერეოდეს სხვა. არ მომწონს, ჩვენს ქვეყანაში ერთმანეთის პირადში რომ ერევიან, ჯობია, ყველამ თავის ცხოვრებას მიხედოს. მესამე თვალი პრობლემებს ქმნის.

გარდა ამისა, უმნიშვნელოვანესია ფინანსური დამოუკიდებლობა, რაც უამრავ პრობლემას იწვევს. მე დასაოჯახებელი ვარ, სანამ მყარად არ დავდგები ფეხზე, დაოჯახება უაზრობა იქნება. ოჯახი მხოლოდ ის არაა, ცოლს კარგად ჩააცვა და აქეთ-იქით ასეირნო. გეყოლება შვილი, რომელსაც კარგი განათლება უნდა მისცე, ცოლს ყველანაირი კომფორტი უნდა შეუქმნა, რომ შენ გვერდით თავი კარგად იგრძნოს. ცოლი მხოლოდ სახლში, სამზარეულოში და სარეცხის მანქანასთან არ უნდა იყოს. მას უნდა ჰქონდეს სამსახური, საქმე. კიდეც უნდა იმუშაოს და კიდეც უნდა გაერთოს მეგობრებთან ერთად, თავისუფლად უნდა იყოს შენ გვერდით და არ უნდა''დააბა''.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება