რა ურთიერთობა აქვს ჯაბა ჯიშკარიანს ხატია შამუგიასთან

რა ურთიერთობა აქვს ჯაბა ჯიშკარიანს ხატია შამუგიასთან

გასულ კვირას ერთი საინტერესო ჭორის შესახებ შევიტყვეთ. თვითმხილველი მოგვიყვა, რომ ერთ ღამეს პირადი პრობლემების გამო თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში იმყოფებოდა, როდესაც დერეფანში ერთად მომავალი პოლიტიკოსი ჯაბა ჯიშკარიანი და ხატია შამუგია დაინახა. წყვილი საკმაოდ თბილად ელაპარაკებოდა ერთმანეთს და ახალგაცნობილებს არ ჰგავდნენ, ექიმები კი მათ შესახებ ერთმანეთთან ჭორაობდნენ. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მედიკოსები მათ დაოჯახებაზე საუბრობდნენ.

ჯაბა ჯიშკარიანს საზოგადოება დიდი ხანია იცნობს. წლების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს აქტიურად ებრძოდა და ამის გამო მუდმივად ქუჩის აქციებზე იდგა. სკანდალშიც არაერთხელ გახვეულა და მიტინგებზეც ყოველთვის აქტიურობდა.

მიუხედავად იმისა, რომ იმ წლებში ახალგაზრდებიდან ბევრი ვერ ბედავდა სააკაშვილისა და მისი გუნდის ღია კრიტიკას, ჯიშკარიანი პრესითა თუ ტელევიზიით მუდმივად ხმამაღალი ბრალდებებით გამოირჩეოდა.

ჯიშკარიანი თავისი ბრძოლის განმავლობაში დაახლოებით 15-ჯერ იყო დაკავებული, აქედან შვიდჯერ ერთთვიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი და მთლიანობაში ციხეში შვიდი თვე გაატარა. ''ქართული ოცნების'' ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, როგორც მის ბევრ თანამებრძოლს, მასაც ჰქონდა იმედი, რომ ქვეყანაში ბევრი რამ შეიცვლებოდა, საპარლამენტო არჩევნებზე კენჭი კახა კუკავას პარტიის სიით ნაძალადევის ოლქში იყარა, თუმცა დამარცხდა.

შემდეგ იყო მცირე პაუზა და ბოლოს მისი გზაც ''ქართულ ოცნებამდე'' მივიდა. საკრებულოს ადგილობრივ არჩევნებში ''ოცნების'' სიით კენჭი მთაწმინდის ოლქში იყარა და ამჯერად მოიგო. დღეს ჯიშკარიანი თბილისის საკრებულოში ''ქართულ ოცნებას'' წარმოადგენს.

რაც შეეხება ხატია შამუგიას, იგი საზოგადოებამ წლების წინ, როგორც ერთ-ერთი რადიოს მუსიკალური წამყვანი გაიცნო. შემდეგ მის ცხოვრებაში გურამიკო ლომიძე გამოჩნდა, ''ქუჩის ბიჭების'' ერთ-ერთი ყველაზე სიმპათიური და პოპულარული წევრი. წყვილი ერთმანეთს მალე დაშორდა, თუმცა საერთო შვილი ჰყავთ და მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებენ.

ხატია არასოდეს ყოფილა ჭორების განსაკუთრებული ობიექტი, არც ხმაურიანი განცხადებებით გამოირჩეოდა, თუმცა ყოველთვის ჰქონდა ისეთი სამსახური, რომ საზოგადოებაში ჩანდა. სკანდალში პირველად 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდში გაეხვია, როდესაც კოტიკო თოლორაიასთან ერთად ხაშურში ''ნაციონალური მოძრაობის'' მხარდამჭერი კონცერტები მიჰყავდა.

იხილეთ გაგრძელება

"სიხისტე, რომელსაც წულუკიანი აქამდე ავლენდა, კულტურაში არ გამოადგება" - რას ფიქრობენ ახალ მინისტრზე და რას ურჩევენ მას კულტურის წარმომადგენლები?

"უფრო მომეწონებოდა, გულწრფელად ეღიარებინა, რომ თინეიჯერობაში შეცდომა დაუშვა და ბოდიში მოეხადა" - ალექსანდრა პაიჭაძე ბერაზე

სოფო შევარდნაძე 42 წლის ასაკში დედა პირველად გახდა - რა დაარქვა შვილს და რას წერს საიდუმლო რომანზე რუსული მედია