ქართველი სექს-სიმბოლო პარასკევას როლში - თამუნა ვაშალომიძეს ქართულ-ბრიტანულ ფილმში უცხოელ ვარსკვლავებთან ერთად იღებენ

ქართველი სექს-სიმბოლო პარასკევას როლში - თამუნა ვაშალომიძეს ქართულ-ბრიტანულ ფილმში უცხოელ ვარსკვლავებთან ერთად იღებენ

ის საზოგადოებამ სკანდალებით გაიცნო. რამდენიმე თვის წინ მის გამოჩენას ხმაური მოჰყვა. წარსულში მედავითნე, ამჯერად კი ქართველი სექს-სიმბოლო, რომელიც რუსული "პლეი ბოის" ზაფხულის სახე ხდება, სულ მალე ფილმში ცდის საკუთარ ძალებს. თამუნა ვაშალომიძე გიორგი კიკალეიშვილის ფილმში პარასკევას როლს ითამაშებს.

- თამუნა, როგორ მოხვდით ახალ ფილმში?

- გიორგი კიკალეიშვილმა შემომთავაზა ფილმში მონაწილეობის მიღება, ჩვეულებრივად გავიარე კასტინგი და როლზე ასე დამამტკიცეს. ფილმი "რობინზონი და 9 პარასკევა" ქართულ-ბრიტანული პროექტია, რომელსაც "კა პროდაქშენი" და "რუსთავი 2" წარმოადგენს. თითქმის ყველა ცნობილი სახე თამაშობს ამ ფილმში, მათ შორის უცხოელი ვარსკვლავებიც, მაგრამ დეტალებს ჯერჯერობით ვერ გავამხელ. გადაღებები აპრილის ბოლოს დაიწყება, საბერძნეთის კუნძულზე.

- პირველად გიწევს ფილმში თამაში, ხომ არ ნერვიულობ?

- ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა სრულმეტრაჟიან ფილმში თამაში, თან გამოცდილი მსახიობების გვერდით. კასტინგზე ცოტა ვნერვიულობდი, მაგრამ როცა მითხრეს, რომ როლზე დამამტკიცეს, ძალიან გამიხარდა. გადასაღებ მოედანზე მუშაობის გამოცდილება მაქვს, მაგრამ ფილმში დღემდე არასდროს მიმიღია მონაწილეობა. სულ ცოტა ხნის წინ, ირაკლი ფირცხალავას კლიპში მივიღე მონაწილეობა, რომელიც რუსულ არხებზე გავა.

- გადაღებებზე გაიცანი ირაკლი ფირცხალავა?

- კი, გადაღებებზე გავიცანი. ძალიან კარგი ადამიანია. სასიამოვნო იყო მასთან მუშაობა.

- "პლეი ბოის" ფოტოსესიისთვის როდის მიემგზავრები რუსეთში?

- მაისში მივდივარ, სწორედ ამ პერიოდში არის დაგეგმილი გადაღებები. სხვადასხვა ქვეყნებიდან მომივიდა მოწვევები. მათ შორის ინგლისიდან, "ვოგის" წარმომადგენლობამ შემომთავაზა თანამშრომლობა, გავესაუბრე მათ. ვისაც არ სჯერა, შემიძლია მიმოწერა ვაჩვენო, ყველაფერი შენახული მაქვს.

- პირადი ცხოვრებისთვის როდის იცლი?

- პირად ცხოვრებაში არაფერი ხდება. მყავს თაყვანისმცემლები, მაგრამ მე ჯერჯერობით შეყვარებული არ მყავს. სულ ცოტა ხნის წინ სიურპრიზი მომიწყო ანონიმურმა თაყვანისმცემელმა, ჩემი ავტომობილი სულ ვარდებით იყო დაფარული და სათამაშო დათუნია იყო დამაგრებული მანქანის მინაზე. მაინცდამაინც იმ ღამით წვიმდა, დილით მომწერეს, ნახე, შენი მანქანა როგორ არის მორთულიო, როცა ჩავედი გაოცებული დავრჩი. წვიმისგან დათუნია სულ სველი იყო და სამწუხაროდ, გადავაგდე. არ ვიცი, ვინ არის ეს უცნობი თაყვანისმცემელი. მე უცნაური ადამიანი ვარ, რთულია ჩემი გულის მოგება.

- როგორ მოახერხე წონაში დაკლება?

- სულ ვვარჯიშობდი და დიეტაზე ვიყავი. ხან ვჭამდი, ხან ვშიმშილობდი, ფაქტობრივად. ამიტომ ერთ დღესაც გადავწყვიტე, დიეტით და ვარჯიშით მიმეღო სასურველი ფორმა. არასწორი ვარჯიშის გამო, კუნთები მაქვს. ამიტომ კვირაში სამჯერ მწვრთნელის დახმარებით ვვარჯიშობ. ძირითადად თხილამურებზე, ვარჯიშის დროს ხან წიგნს ვკითხულობ, ხან ფილმს ვუყურებ, ხან მუსიკას ვუსმენ. რაც უფრო დაბალ სიჩქარეზე ვვარჯიშობ, უფრო მეტად იწვება ცხიმები. რაც შეეხება კვებას, დიეტაზე ვარ. დილით მივირთმევ 120 გრამ წიწიბურას და ქათმის ფილეს, შემდეგ მოხარშულს ან გრილზე შემწვარ ხორცს, სოკოს და ბოსტნეულს, გვიან ღამითაც ვჭამ. ყველაფერი უნდა იყოს უმარილო, კარგია ლიმონი, რომელიც გემრიელს ხდის უმარილო საკვებს. აქამდე არ ვამბობდი, 67 კილოგრამი ვიყავი, 5 კილო დავიკელი, კიდევ მაქვს დასაკლები რამდენიმე კილო, ჩემს იდეალურ წონას რომ დავუბრუნდე.

- შენს გამოჩენას დიდი ხმაური მოჰყვა, ხომ არ ნანობ?

- ხალხმა როცა გაიგო, რომ წარსულში მედავითნე ვიყავი, ამან გააღიზიანა. ამას მოჰყვა ოჯახური სკანდალები, რომელიც თავად ჩემი ოჯახიდან წამოვიდა. არაფერს არ ვნანობ. მიფიქრია, რომ არ მეთქვა, ადრე ეკლესიაში რომ ვმსახურობდი, შეიძლება ასეთი ამბავი არ ამტყდარიყო-თქო, მაგრამ რაც მოხდა, მოხდა. ახლა ხალხს აგრესია აღარ აქვს, რადგან სიმართლე ყველამ გაიგო.

- აღარ დადიხარ ეკლესიაში?

- აღარ ვმსახურობ ეკლესიაში, მაგრამ დავდივარ ტაძარში, სახლშიც მაქვს ყველა წიგნი და ხშირად ვკითხულობ. ღმერთის მწამდა და მწამს. ამ სკანდალების შემდეგ მივხვდი, რომ მთავარია ადამიანმა თვითონ მოინანიოს გულწრფელად თავისი ცოდვები.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება