ანა ახვლედიანის ცხოვრების დეტალები - ქართველი მოდელი მსოფლიო მომავლით

ანა ახვლედიანის ცხოვრების დეტალები - ქართველი მოდელი მსოფლიო მომავლით

ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქართველ მოდელ ანა ახვლედიანს კიდევ მეტი პერსპექტივა ელის წინ. ამაზე ის გამოხმაურებებიც მეტყველებს, რაც მსოფლიო მასშტაბით მოჰყვება მის წარმატებებს.

ამჯერად მასზე ცნობილმა ინგლისურენოვანმა გამოცემამ დაწერა, რომელიც ხშირად უთმობს გვერდებს წარმატებულ ქართველებს მოდის სამყაროში.

ანა ახვლედიანი''ბრეივ მოდელ მენეჯმენტის'' მოდელია. ქუთაისელი 19 წლის ანა საგანგებო კასტინგზე შეარჩიეს. არადა, როგორც თვითონ ამბობს, არასოდეს უოცნებია მოდელობაზე - ჯინსსა და კედებში გამოწყობილი მთელ დროს სწავლასა და სკეიტბორდზე სრიალს უთმობდა. ბებიის თხოვნით მივიდა იტალიური სააგენტოს მიერ მოწყობილ კასტინგზე და შეარჩიეს კიდეც.

მერე იყო გამგზავრება იტალიაში, მუშაობა ცნობილ სააგენტოებსა და ფოტოგრაფებთან. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია პოპულარული მოდის ჟურნალი''ელი'' და ცნობილი ფოტოგრაფის ნიკოლა ბორისოვის აღიარება.

მან ანა ხუთასამდე პროფესიონალ მოდელს შორის აარჩია დოლჩე და გაბანას სარედაქციო სტატიისთვის. სწორედ ბორისოვმა უწოდა ანას ლივ ტაილერისა და ბიანკა ბალტის ნაზავი.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება