ლუკას კრანახის "მაჭანკალის" სახელმწიფოსთვის დაბრუნების 10 წლის წინანდელი ისტორიის უცნობი დეტალები

ლუკას კრანახის "მაჭანკალის" სახელმწიფოსთვის დაბრუნების 10 წლის წინანდელი ისტორიის უცნობი დეტალები

თბილისის ყოფილი პროკურორი საუკუნის ძარცვად წოდებული საქმის დეტალებს 10 წლის შემდეგ "პოსტსკრიპტუმთან" პირველად ყვება. ვალერი გრიგალაშვილი აცხადებს, რომ ლუკას კრანახის "მაჭანკალი", რომელიც 90-იანი წლებიდან დაკარგულად ითვლებოდა, სამართალდამცველებმა კანონიერი ქურდის დახმარებით დაიბრუნეს. გრიგალაშვილი იხსენებს, რომ 2004 წლის 10 მაისს ის ჩაფიძის კლინიკის რეანიმაციაში გავლენიან კანონიერ ქურდს, გოგი ჩიქოვანს, ამ უკანასკნელის თხოვნით შეხვდა.

"მან მთხოვა ერთი ახალგაზრდისთვის პატიმრობის შეცვლა არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებით. სიტყვა პირნათლად შევასრულე - ის პირი გავათავისუფლეთ. გოგი ჩიქოვანი კმაყოფილი­ იყო და მეორე დღეს, ანუ 2004 წლის 11 მაისს პოლიციის სამმართველოს სამორიგეო ნაწილში შევიდა უცნობი მოქალაქის სატელეფონო შეტყობინება, რომ "მაჭანკალი" იქნებოდა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ქორწინების სახლის წინ", - აცხადებს საგაზეთო ინტერვიუშო ვალერი გრიგალაშვილი.

ლუკას კრანახის "მაჭანკალი" ხელოვნების მუზეუმიდან 1994 წლის ივლისში, ხუთმა შეირაღებულმა პირმა გაიტაცა. კრანახის ნამუშევრის გატაცება XX საუკუნის ყველ­აზე მასშტაბურ ძარცვად შეფ­ასდა. საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ საქმე პირად კონტროლზე აიყვანა, თუმცა კრანახს 10 წლის განმავლობაში ვერავინ მიაგნო. 2004 წელს კი 40 მილიონად შეფასებული ფერწერული ნამუშევარი სამართალდამცველებმა თბილისში, ქუჩაში იპოვეს.

დღეს თბილისის ყოფილმა მთავარმა პროკურორმა კვირის პალიტრასთან ინტერვიუში დაადასტურა, რომ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე "მაჭანკალი" კანონიერი ქურდის გოგი ჩიქოვანის მითითებით მიიტანეს.

"10 დღე ვიწექი საავადმყოფოში, ვიბრძოლე და გამოვედი მდგომარეობიდან" - როგორია თემურ წიკლაურის ცხოვრება ქალაქგარეთ, ინსულტის გადატანის შემდეგ

ქართული კინოს მშვენება, რომელსაც ზვიად გამსახურდიას მხარდაჭერის გამო განუდგნენ - "ბევრმა ახლობელმა ატკინა გული.."

"ლელა საკონცერტოდ გამოეწყო და მეუბნება: მანქანა გასარეცხად მიმყავსო" - როგორ გაატარეს კარანტინი "მამულიჩამ" და ლელა წურწუმიამ